ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 0
თარიღი: 2014-06-24
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები - 05
სფერო: სამართლებრივი აქტები

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  01/44

 

 იტალიის რესპუბლიკის ქ. ვერონას დელეგაციის  მიღების შესახებ

 

 

ქალაქების ქ. ბათუმისა და ქ. ვერონას მეგობრობის ფორმატში საკრებულოში შედგება ოფიციალური მიღება დელეგაციის, რომლის შემადგენლობაში არიან: ვერონას კომუნის სპეციალისტები ენძო პელეგრინი და ფერნანდო დარე, აგრეთვე კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირები, სულ 6 კაცის შემადგენლობით.

 ქ. ვერონას დელეგაცია ბათუმს საქველმოქმედო მისიით სტუმრობს, მათ უკვე მოინახულეს რამდენიმე სოციალური სახლი და მოხუცებულთა პანსეონი.

იტალიის ამ უძველეს ქალაქს ბათუმი 2010 წელს დაუმეგობრდა. მემორანდუმი ორ ქალაქს შორის ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტულ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 33- მუხლის შესაბამისად,

:

  

1. იტალიის რესპუბლიკის ქ. ვერონას დელეგაციის მიღება შედგეს ქ. ბათუმის საკრებულოში 2014 წლის 24 ივნისს, 11.00 საათზე.

2. დელეგაციის წევრებისათვის გადაცემულ იქნეს სასაჩუქრე პაკეტები, ასევე გაიმართოს ლანჩი, რისთვისაც ქ. ბათუმის საკრებულოს საბიუჯეტო ასიგნების მუხლიდან  (წარმომადგენლობითი ხარჯები) გამოიყოს 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარი.

3. საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველ­ყოფის განყოფილების უფროსმა (გ. კვერღელიძე) უზრუნ­ველყოს ანგარიშსწორება კანონმდებლობის წესების შესაბამისად.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.                                   

  

 

    

 

  საკრებულოს თავმჯდომარე                                             ირაკლი ჩავლეიშვილი       

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები