ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 4
თარიღი: 2011-01-31
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №4

2011 წლის 31 იანვარი
ქალაქი ბათუმი


„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის
№1-5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე



„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ¬მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1. 
„ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმ¬-მართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა” №24, 14.02.2007წ. გვ. 8,9,10,15,16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტის „დ. ა)“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ. ა) ერთ სულ მოსახლეზე 1,8 ლარი თვეში;”.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 5-1 და დანართი 5-2 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების-თანავე.





საკრებულოს თავმჯდომარე                                                              გიორგი კირთაძე

 


 

დანართი 5-1                                       


„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა “
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს
დადგენილება 2007 წლის 30 იანვარი № 1-5

„შეტანილია ცვლილებები”
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 
დადგენილება 2011 წლის 31 იანვარი  №4




ინსტრუქცია

თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის შესახებ



1. ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სათანადო ნორმატიული აქტების შესაბამისად, იგი განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის (შემდგომში  - მოსაკრებელი) გამოანგარიშებისა და გადახდის წესს. 
2. მოსაკრებელი წარმოადგენს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯების (გაწეული მომსახურების) საფასურს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ქალაქ ბათუმის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე წარმოქმნილი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას. 
4. ამ ინსტრუქციის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების ნარჩენების, რადიო-აქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების, აგროქიმიკატების ნარჩენების დასუფთავე-ბასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.
5. ნარჩენების წარმომქმნელი პირი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან/და გადახდის ვადების დარღვევაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 
6. მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. 
7. მოსაკრებელის ოდენობა გაიანგარიშება მოსახლეობისათვის - სულადობის მიხედვით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის - ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების გატანის ღირებუ¬ლებისა და შესაბამისი ზომის ერთეულის კომბინაციით, კერძოდ: 

ა) მოსახლეობისათვის - ერთ სულ მოსახლეზე  - 1. 80 ლარი თვეში;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის რაოდენობა თვეში გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:  
M  = (N  X C X K)/12;
M -  მოსაკრებლის რაოდენობა თვეში;
N - ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში;
C - 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება, C =15 ლარი;
K - ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი, მოსწავლე).   
გ) მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლებულია ქ. ბათუმში არსებული მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრები;
დ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმ-მართველობის ორგანოები და მათ მიერ დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის სამეწარმეო (50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები სარგებლობენ მოსაკრებლის გადახდის 50%-ანი შეღავათით.
ე)  იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობაც მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მოსაკრებლის გაანგარიშება მოხდება კომპლექსურად (ცალკეული საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე გადასახდელ მოსაკრებელთა ჯამი) მოქმედი ფორმულის შესაბამისად.
ვ) სამედიცინო, სამშენებლო და საწარმოო ნარჩენების გატანა დასაშვებია განხორციელდეს იურიდიული პირის მიერ შპს „სანდასუფთავებასთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებული ტარიფების მიხედვით.
ზ) ორგანიზებული ბაზრობების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელია ორგანიზებული ბაზრობის მომწყობი პირი.
8. ქ. ბათუმის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი  გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ქ. ბათუმის მოსახლის მიერ მოსაკრებელი გადაიხდება მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 
9. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
10. ქ. ბათუმის მერია წლის განმავლობაში ერთხელ და/ან შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შემთხვევაში უგზავნის შეტყობინებას იურიდიული პირებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს მათ მიერ გადახდილი (გადაუხდელი) მოსაკრებლის შესახებ და/ან ნორმატიულ აქტში ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად.  მოსაკრებლის გადახდის შეტყობინება იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
11. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნეს მოსაკრებლის გადამხდელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ.
12. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე აწარმოებს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელი სამსახური.

13. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს.
14. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
15. მოსაკრებლის  გადამხდელი პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად ინდივიდუალურად  საქმიანობის დაწყების პერიოდიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, მოსაკრებლის პარამეტრების (ზომის ერთეული, საქმიანობის სფერო) ცვლილების შემთხვევაში გადამხდელი ვალდებულია ქ. ბათუმის თვითმმართველობის შესაბამის სამსახურს აცნობოს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
16. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლისას ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. 
17. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის - მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. 
18. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
19. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ ქ. ბათუმში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
20. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 
21. გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
22. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
23. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (ინდივიდუალური მეწარმის გარდა), თითეული მოსახლის ქ. ბათუმიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლისას, უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.  
24. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტში.

25. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულებაში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე. მოსაკრებელი გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში. მოსაკრებლის გადახდა დასტურდება მოსაკრებლის გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული, დადგენილი ფორმის ქვითრის წარდგენით. ქვითრის ტიპიურ ფორმას ქ. ბათუმის მერიის წარდგინებით ამტკიცებს ქ. ბათუმის საკრებულო. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) გადახდის ადგილი.
26. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 15 დღის განმავლობაში. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
27. მოსაკრებლის ზედიზედ ორი თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში ფიზიკურ, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს გაუუქმდებათ დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელის  რეგისტრაცია.
28. იმ ფიზიკური, იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც გაუუქმდებათ დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელის   რეგისტრაცია გადაუხდელობის გამო, გატარდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ღონისძიებები.
29. მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.
30. ქ. ბათუმის მერიის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად. 
31. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოს დადგენილებით.

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები