2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/43
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის, სხდომაზე განსახილველად სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენისა და მომხსენებლების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოწვეულ იქნეს 2014 წლის 26 ივნისს დღის 11 საათისათვის.
2. საკრებულოს 2014 წლის 26 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე განხილულ იქნეს:
ა) „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
ბ) „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ქ. ბათუმის მუნიციპალური სასადილოს“ წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის #14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განაკრგულების პროექტი.
გ) „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „ქ. ბათუმის მუნიციპალური სასადილოს“ სახელწოდების შეცვლის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განაკრგულების პროექტი.
დ) „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის – „სოციალური უზრუნველყოფა“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №284 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ე) „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის – „კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №274 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ე. ა) ქვეპროგრამა „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილი-ტაციის პროექტის თანადაფინანსება“.
ვ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 20 ნოემბრის №245 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ზ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟზე ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის №136 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
თ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 20 ნოემბრის #246 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ი) „ქ. ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის #16-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიხეილ გოხიძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
კ) „ქ. ბათუმში, რუსთაველის ქუჩის N41–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე არჩილ ტაკიძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი
ლ) „ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩის N17–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ვახტანგ წულუკიძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი
მ) „ქ. ბათუმში, შაფათავას ქუჩის N24–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ზურაბ კომახიძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი
ნ) „ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩის N4–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე თამაზ ხარაზის (ბაცინკის) მემორიალური დაფის განთავსების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი
ო) „ქ. ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის N1–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე თენგიზ კონცელიძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი
პ) „ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის N36–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე გივი ცივაძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი
3. 2014 წლის 26 ივნისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის:
- „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტის მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი ირაკლი სურმანიძე;
- „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი სოფიო მიქელაძე;
- „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთანდილ ბურკაძე;
- „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტის მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე;
- „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე;
- „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსი ლიანა დიასამიძე;
- „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებელი განისაზღვროს საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად.
4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ.№25, მეორე სართული).
5. საკრებულოს აპარატის უფროსმა (ლ. დიასამიძე) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება სხდომის გამართვის თაობაზე და წინამდებარე ბრძანების საჯარო გაცნობისათვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი