2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/41
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის, სხდომაზე განსახილველად სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენისა და მომხსენებლების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოწვეულ იქნეს 2014 წლის 18 ივნისს დღის 11 საათისათვის.
2. საკრებულოს 2014 წლის 18 ივნისის მორიგ სხდომაზე განხილულ იქნეს:
ა) „ქ. ბათუმში, შ. რუსთაველის ქუჩის N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ამერიკის საკონსულოს მემორიალური დაფის განთავსების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ბ) „ქ. ბათუმში, ნ. დუმბაძის N4-ში მდებარე შენობაზე ინგლისის (დიდი ბრიტანეთის) საკონსულოს მემორიალური დაფის განთავსების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
3. 2014 წლის 18 ივნისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნაზი ფუტკარაძე.
4. საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ.№25, მეორე სართული).
5. საკრებულოს აპარატის უფროსმა (ლ. დიასამიძე) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება სხდომის გამართვის თაობაზე და წინამდებარე ბრძანების საჯარო გაცნობისათვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი