2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/42
ქ. ბათუმის საკრებულოს მეორე მოწვევის დასრულებასთან დაკავშირებით ორგანიზაციული ღონისძიებების შესახებ
2014 წლის 15 ივნისს ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები და არჩეულ იქნა ქ. ბათუმის მესამე მოწვევის საკრებულო; შესაბამისად საარჩევნო ვადა უმთავრდება მეორე მოწვევის საკრებულოს წევრებს.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. საკრებულოს მორიგ სხდომაზე 2014 წლის 18 ივნისს სხდომის დასრულების შემდეგ გადაღებული იქნას საკრებულოს წევრების საერთო ფოტო - საკრებულოს ისტორიული არქივისათვის;
- საკრებულოს თითოეულ წევრს გადაეცეს საკრებულოს ბალანსზე აღრიცხული წიგნები: გრიგოლ ვოლსკი და ზურაბ გორგილაძის ლექსების კრებული;
- საკრებულოს ქალი წევრებისათვის გადაცემული იქნას ყვავილის თაიგული;
- მოეწყოს ფურშეტი, საკრებულოს წევრების, ქ. ბათუმის მერის, მერის მოადგილეების, ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელების დასწრებით;
2. საკრებულოს აპარატს (უფროსი ლ. დიასამიძე) დაევალოს ზემოთ აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზება, რისთვისაც ქ. ბათუმის საკრებულოს 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებების მუხლიდან (წარმომადგენლობითი ხარჯები) გამოიყოს 1200 (ერთი ათას ორასი) ლარი.
3. საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა (გ. კვერღელიძე) უზრუნველყოს ანგარიშსწორება კანონმდებლობის წესების შესაბამისად.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი