2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შეიქმნას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) |
ირაკლი მიქელაძე (კომისიის თავმჯდომარე);
|
ბ) |
ნატალია ზოიძე (წევრი);
|
გ) |
დავით თედორაძე (წევრი).
|
2. დროებითმა სამანდატო კომისიამ საკრებულოს პირველი სხდომის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით უზრუნველყოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
ახალარჩეული საკრებულოს
პირველი სხდომის თავმჯდომარე რამაზ სურმანიძე