2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №6
2011 წლის 31 იანვარი
ქალაქი ბათუმი
„ძველი ბათუმის” ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების
განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის შესახებ
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის და „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებათა გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმ-მართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ტ” ქვეპუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „ძველი ბათუმის” ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №27 განკარგულების საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „ძველი ბათუმის” ტერიტორიაზე შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ გააზრებული, არგუმენტირებული, დასაბუთებული და პერსპექტიულ განვითარებაზე ორიენტირებული ქალაქთმშენებლობის რეგულირებისა და მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება-დამტკიცებამდე, ამ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიულად ჩამოყალი-ბებული განაშენიანებისა და გეგმარებითი სტრუქტურის შენარჩუნებისა და არასასურველი ზემოქმე-დებისაგან დაცვის მიზნით დადგინდეს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული „ძველი ბათუმის” ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვა და შეზღუდვის პერიოდისათვის წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი.
2. „ძველი ბათუმის” ტერიტორია განისაზღვრება „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე „ძველი ბათუმის” მიწათსარგებლობის ზონის შექმნისა და მისი საზღვრების დადგენის შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 31 აგვისტოს №14-5 დადგენილებით.
3. ტერიტორიის განვითარების შეზღუდვის პერიოდში „ძველი ბათუმის” ტერიტორიაზე დასაშვებია მშენებლობა, რეკონსტრუქცია და დემონტაჟი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
ა) სამშენებლო ობიექტი ენაცვლება მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ, ისტორიულ და მხატვრულ ღირებულებას მოკლებულ შენობას, ნაგებობას ან საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელს;
ბ) სამშენებლო საქმიანობამ უნდა გააუმჯობესოს დეგრადირებული ურბანული ქსოვილი (შეავსოს ისტორიულ განაშენიანებაში ნგრევის შედეგად გაჩენილი სიცარიელეები, შეცვალოს ღირებულ შენობებს შორის მოქცეული არაღირებული ნაგებობები, გაათავისუფლოს სივრცე ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში დისონანსის შემტანი ნაგებობებისაგან, თავდაპირველი სახით აღადგინოს მისი ისტორიული გარემო და სხვა);
გ) საინვესტიციო პროექტის განხორციელება განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ქალაქთმშე-ნებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი, კულტურული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით;
დ) შენობა-ნაგებობა დროებითი ხასიათისაა.
4. წინამდებარე დადგენილების მე-3 პუნქტის „ა-გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილებას „ძველი ბათუმის” ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №27 განკარგულების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერის დასაბუთებული წერილობითი წინადადების საფუძველზე ღებულობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ამ მიზნისათვის შექმნილი დროებითი კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო - განაშენიანების რეგულირების საბჭო (შემდგომში - განშენიანების რეგულირების საბჭო). განაშენია¬ნების რეგულირების საბჭოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოცემულ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საერთო წესით.
5. „ძველი ბათუმის” ტერიტორიაზე ახალმშენებარე ან რეკონსტრუირებადი უძრავი ქონების (ობიექტის) სამშენებლო განვითარების ზღვრული პარამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 16 მეტრს, თუ ამ დადგენილების მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით, როგორც გამონაკლისი, განაშენიანების რეგულირების საბჭოს მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
6. უძრავი ქონების (ობიექტის) სამშენებლო განვითარების ზღვრული პარამეტრი (სიმაღლე) დაიანგარიშება მიწის ზედაპირიდან შენობის ფრონტალური (ფასადის) კედლის (მათ შორის ტერასაზე მოწყობილი სართულისა და მანსარდის ჩათვლით) გარე კონტურის უმაღლეს ნიშნულამდე, რომელსაც ემატება: ა) სახურავის სიმაღლე მთლიანად, თუ მისი ქანების დახრის კუთხე აღემატება 700-ს; ბ) სახურავის 1/3 სიმაღლე, თუ სახურავის ქანობის დახრის კუთხე 450-დან 700-მდეა. თუ სახურავის ქანობის დახრის კუთხე 450-ზე ნაკლებია, მაშინ 16 მეტრიან ზღვარს სახურავის სიმაღლე არ ემატება.
7. „ძველი ბათუმის” ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვა განხორციელდეს 2014 წლის 13 იანვრამდე. წინამდებარე დადგენილება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მიერ ვადამდე ძალადაკარგულად გამოცხადდება თუ სათანადო კომპეტენტური ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ დამტკიცდა მოცემული ტერიტორიის ქალაქთმშენებლობის რეგულირებისა და მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ან/და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით.
8. დადგენილება არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. კულტურული მემკვიდ-რეობის ძეგლებზე ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უძრავი ქონების (ობიექტის) მშენებლობის დამატებითი მოთხოვნები (შეზღუდვები, აკრძალვები) დგინდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონით.
9. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას „ძველი ბათუმის” ტერიტორიის განვითა-რების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის რეჟიმის დადგენის თაობაზე თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №27 განკარგულების მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
10. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ძველი ბათუმის ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 29 იანვრის №2 დადგენილება.
11. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე