ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 109
თარიღი: 2014-06-26
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

   

ქ. ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის N16-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიხეილ გოხიძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ

 

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების, „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის 5-7 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის N16-ში მდებარე მიხეილ გოხიძის საცხოვრებელ სახლზე  განთავსდეს მემორიალური დაფა.

2. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

          

                                                                                                             

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   ირაკლი ჩავლეიშვილი 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები