ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 103
თარიღი: 2014-06-26
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

 

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟზე ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის №136 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  

 

სსიპ „ბათუმის ბულვარის“ 2014 წლის 11 ივნისის #04/01-369 (12493/25) წერილის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟზე ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების განსაზღვრის შესახებ“  თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის №136 განკარგულებაში შევიდეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟზე ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტი N10 (დანართი #10).

2. განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი).

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამარ­თლოში (მისამართი: . თუმი, ზუბალაშვილის .30) მისი კანონმდებლობით დად­გენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

  

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარ                                                                                   ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები