ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 100
თარიღი: 2014-06-26
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

             გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა       

 

 „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „სოციალური უზრუნველყოფა“  დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის #284 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

 

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამების - „სოციალური უზრუნველყოფა“ დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის #284 განკარგულებაში შეტანილი იქნეს ცვლილებები და  ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული პროგრამის - „სოციალური უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 02) შემდეგი ქვეპროგრამები:

ა) ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველი ფენის უფასო კვებით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 02 01);

ბ) ქვეპროგრამა „დროებითი ღამის თავშესაფარი“ (პროგრამული კოდი 06 02 18).

  

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები