2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ქ. ბათუმის მუნიციპალური სასადილოს“ (ს/კ: 445 437 705) წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის N14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ქ. ბათუმის მუნიციპალური სასადილოს“ წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის N14 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულებაში და განკარგულებით დამტკიცებულ წესდებაში ნაცვლად სახელწოდებისა: „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ქ. ბათუმის მუნიციპალური სასადილო“ (ს/კ: 445 437 705) განისაზღვროს „არასამეწარმეო (არაკომერციუ-ლი) იურიდიული პირი - „ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო“.
ბ) განკარგულებით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) განახორციელოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამები.“.
2. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ქ. ბათუმის მუნიციპალური სასადილოს“ დირექტორმა უზრუნველყოს წინამდებარე ცვლილების რეგისტრაცია სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი