2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმში, ნ. დუმბაძის N4-ში მდებარე შენობაზე ინგლისის (დიდი ბრიტანეთის) საკონსულოს მემორიალური დაფის განთავსების შესახებ
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების, „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის 5-7 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმში, ნ.დუმბაძის N4-ში მდებარე შენობაზე (ყოფილი აჭარის სამხედრო კომისარიატი) განთავსდეს ინგლისის (დიდი ბრიტანეთის) საკონსულოს მემორიალური დაფა.
2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი