ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 96
თარიღი: 2014-06-18
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

 

ქ. ბათუმში, შ. რუსთაველის  ქუჩის N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ამერიკის საკონსულოს მემორიალური დაფის განთავსების შესახებ

 

  „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების, „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის 5-7 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქ. ბათუმში, შ. რუსთაველის ქუჩის #7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს ამერიკის საკონსულოს მემორიალური დაფა.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მემორიალური დაფის გამზადების და განთავსების ხარჯებს გაიღებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები