ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 89
თარიღი: 2014-05-23
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემისშესახებ

 

2014 წლის 20 მაისის№01-10/2095 წერილით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინის­ტ­რო ითხოვს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შემდგომი განკარგვის მიზნით საკუთრების უფლებით გადაეცეს თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, არდაგანის ტბაში მდებარე კუნძულზე არსებული 701,00 და 801,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდი: 05.24.02.068 და 05.24.02.067).

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ  :

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცეს თვითმმართველი . ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქ. ბათუმში, შ. ხიმშაიშვილის ქუჩაზე, არდაგანის ტბაში მდებარე კუნძულზე არსებული 701,00 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.24.02.068 ) და ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, არდაგანის ტბაში მდებარე კუნძულზე არსებული 801,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.24.02.067).

2. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, უზრუნველყოს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და გადაცემული უძრავი ქონების მიღებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება.

3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: . ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. #30) მისი კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს .ბათუმის მერია.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.  

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარ                                                                                   ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები