2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №8
2011 წლის 10 თებერვალი
ქალაქი ბათუმი
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის 14 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად, დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტო-რიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესები.
მუხლი 1. რეგულირების სფერო:
1. წინამდებარე წესი არეგულირებს თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის და გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსების, ასევე ბაზრისა და ბაზრობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობის წესებს.
2. წინამდებარე წესი არ არეგულირებს თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილ ობიექტებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში, ბაზრისა და ბაზრობის ტერიტორიაზე მოწყობილ ობიექტში ვაჭრობის წესებს.
3. წინამდებარე წესის შესაბამისად რეგულირებას არ ექვემდებარება ბაზრისა და ბაზრობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობა:
- თუ ნივთის რეალიზაციისათვის მიწის ნაკვეთის მოწყობა ხდება იმდაგვარად, რომ ნივთის რეალიზაცია ხდება მხოლოდ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობაში (შენობის მხოლოდ შიდა სივრცეში) და ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ არ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს.
- ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში განთავსებული ობიექტები.
- ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი, ყველა სხვა შენობაში განთავსებული ობიექტი, თუ ნივთის რეალიზაცია ხდება მხოლოდ შენობაში (შენობის მხოლოდ შიდა სივრცეში) და ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ არ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს.
- მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან უამისოდ ან/და შენობა-ნაგებობა, სადაც საკუთარი მოხმარებისთვის ან შემდგომში რეალიზაციისათვის ან/და სხვა პირისათვის მომსახურების გაწევის მიზნით ხდება ნივთის წარმოება-გადამუშავება, თუნდაც აღნიშნულ საქმიანობას თან სდევდეს წარმოების ადგილზე ნივთის რეალიზაცია (საწარმოო ობიექტები), მაგრამ არ არსებობს წინამდებარე წესის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.
- მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან უამისოდ ან/და შენობა-ნაგებობა, სადაც საკუთარი მოხმარებისთვის ან შემდგომი რეალიზაციისათვის ან/და სხვა პირისათვის მომსახურების გაწევის მიზნით ხდება ნივთის შენახვა, თუნდაც აღნიშნულ საქმიანობას თან სდევდეს შენახვის ადგილზე ნივთის რეალიზაცია (სასაწყობო ნაგებობები), მაგრამ არ არსებობს წინამდებარე წესის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.
4. თუ ნივთის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად.
მუხლი 2. გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის ამოცანები:
წინამდებარე წესის ამოცანებია:
ა) ქალაქის იერსახის დაცვა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფთხოების უზრუნველყოფა;
გ) ქალაქის მოსახლეობის ინტერესების დაცვა;
დ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღება.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება:
წინამდებარე წესის მიზნებისათვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარე ვაჭრობა:
- ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა);
- ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება;
- საზოგადოებრივ სივრცეში ან სხვა ხალხმრავალ ადგილებში, გარდა ბაზრისა და ბაზრობისა, ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური პირის მიერ უშუალოდ ნივთის ან იმ მოწყობილობა-დანადგარის მექანიკური საშუალებების გამოყენებით ან/და უამისოდ ტარებით/გადაადგილებით, რომელზეც განთავსებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნივთი ან მომსახურების გაწევისათვის გამოსაყენებელი ნივთი, თუ ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზების მიზნით პირი თვითონ ახდენს სხვადასხვა ადგილებზე გადაადგილებას და ასეთ გადაადგილებას თან სდევს ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზება;
- რესტრონის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტრონიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან;
- ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერე-ბისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან;
- აზარტული და მომგებიანი თამაშობებისთვის განკუთვნილი სათამაშო ინვენტარის, ასევე სხვა სათამაშო და გასართობი აპარატის ან ნივთის საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება.
ბ) ბაზარი - მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან უამისოდ, რომელიც მთლიანად გამოიყენება მზა პროდუქციის სახით არსებული ნივთის რეალიზაციისათვის, მაგრამ იგი ძირითადად განკუთვნილია სასურსათო პროდუქციის რეალიზაციისათვის და თითოეული პირი ნივთის რეალიზაციას ეწევა როგორც დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტი (ინდივიდუალური მეწარმე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი) ან/და პირი, რომელიც უშუალოდ ახდენს ნივთის რეალიზაციას, მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ან/და მოსარგებლესთან იმყოფება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში;
გ) ბაზრობა - მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან უამისოდ, რომელიც მთლიანად გამოიყენება მზა პროდუქციის სახით ნივთის რეალიზაციისათვის, მაგრამ იგი ძირითადად განკუთვნილი არ არის სასურსათო პროდუქციის რეალიზაციისათვის და თითოეული პირი ნივთის რეალიზაციას ეწევა როგორც დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტი (ინდივიდუალური მეწარმე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი) ან/და პირი, რომელიც უშუალოდ ახდენს ნივთის რეალიზაციას, მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ან/და მოსარგებლესთან იმყოფება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში. ბაზრობა შეიძლება მოეწყოს მხოლოდ ერთი სახეობის ნივთის რეალიზაციისათვის (მაგ. ავტომანქანების ბაზრობა, ტანსაცმლის ბაზრობა და სხვა) ან/და ერთდროულად სხვადასხვა სახის ნივთის სარეალიზაციოდ. ამ წესის მიზნებისათვის ბაზრობად მიიჩნევა ასევე ნივთის რეალიზაცია ავტოსადგურებში, რკინიგზის სადგურებში, პორტებში და სხვა მსგავს ადგილებში, თუ ნივთის რეალიზაცია არ ხდება მხოლოდ შენობაში (შენობის მხოლოდ შიდა სივრცეში), ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს და ობიექტი, საიდანაც (რომლიდანაც) ხდება ნივთის რეალიზაცია, ჩანს საზოგადოებრივი სივრციდან;
დ) ნივთი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;
ე) ნივთის რეალიზაცია - გაყიდვის ან სხვა სახით გასაღების მიზნით ნივთის შენახვა და ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა;
ვ) მომსახურების გაწევა - სხვა პირის სასარგებლოდ სასყიდლით ან უსასყიდლოდ ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელება, რაც წინამდებარე წესის შესაბამისად არ განიხილება ნივთის რეალიზაციად;
ზ) სასურსათო პროდუქცია - ადამიანის საკვებად განკუთვნილი, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი ნებისმიერი პროდუქტი, ყველა სახის სასმელი, საღეჭი რეზინი და ყველა ნივთიერება, დაფასოებული და სურსათში გამოსაყენებელი წყლის ჩათვლით, რომელიც მიზანმიმართულადაა დამატებული სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს;
თ) მზა პროდუქცია - რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობის (სამრეწველო გადამუშა¬ვების) შედეგად მიღებული პროდუქტი;
ი) საზოგადოებრივი სივრცე - ავტომაგისტრალი, გზა, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები;
კ) შენობა - ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს და მთლიანად შემოსა-ზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;
ლ) შენობის შიდა სივრცე - შენობის შემომსაზღვრავ კედლებს ან/და სხვა კონსტრუქციებს შორის, შენობის გადახურვის ქვეშ არსებული სივრცე;
მ) შენობის გარეთ არსებული სივრცე - სივრცე, რომელიც წინამდებარე წესის მიზნებისათვის არ წარმოადგენს შენობის შიდა სივრცეს.
მუხლი 4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა:
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მხოლოდ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე.
2. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო.
3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის მიზნით თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულე¬ბელი ორგანო უფლებამოსილია თითოეული ან რამოდენიმე ან/და ყველა საზოგადოებრივი სივრცი¬სათვის დაამტკიცოს გარე ვაჭრობის ადგილების გეგმა.
4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამოდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ ნივთების სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე.
5. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამოდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე.
6. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს მუდმივად, მაგრამ არაუმეტეს ორი წლისა ან სეზონურად, მათ შორის კვირის კონკრეტული დღეებისათვის.
7. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად.
8. თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასულებელი ორგანო უფლებამოსილია გარე ვაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამოდენიმე ქუჩა იმდაგვარად, რომ აღნიშნულ ქუჩებში მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან/და სხვაგვარად შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.
9. თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტის ტერიტორია მთლიანად ან ნაწილობრივ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვროს იმდაგვარად, რომ აღნიშნული ტერიტორიის კონკრეტული ადგილის გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრა მოხდეს გარე ვაჭრობის უფლების მიცემაზე უფლებამოსილი ორგანოს (პირის) მიერ გარე ვაჭრობის უფლების მიცემის საკითხის განხილვისას ან მისგან დამოუკიდებლად.
10. თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასულებელი ორგანო უფლებამოსილია გარე ვაჭრობის ადგილები განსაზღვროს იმდაგვარად, რომ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ, სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით ერთმანეთთან უწყვეტად დაუკავშირებელ რამოდენიმე ადგილზე გარე ვაჭრობის უფლება გაცემას ექვემდებარებოდეს მხოლოდ ერთ ლოტში გაერთიანებით.
11. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა) ქალაქის განვითარების ინტერესები;
ბ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;
გ) სატრანსპორტო ნაკადი;
დ) საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა;
ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ვ) საგზაო მოძრაობის წესები;
ზ) ეკოლოგიური მდგომარეობა;
თ) საზოგადოების სხვა ინტერესები.
12. დაუშვებელია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული იქნას ტროტუარის ტერიტორია ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე ან/და გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთი (ობიექტი) განთავსდეს ბორდიურიდან (ნაწიბურიდან) 0,75 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
13. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსებამ არ დააბრკოლოს ან სხვაგვარად არ შეზღუდოს მიწის ვაკისის სავალ ნაწილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
14. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ან/და გარე ვაჭრობის უფლების მიცემა არ ზღუდავს ან/და არ კრძალავს, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილები, რომლებზეც გაცემულია გარე ვაჭრობის უფლება, გამოყენებული იქნას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. თუ აღნიშნული სამუშაოებისათვის საჭირო ადგილებს მოიცავს გარე ვაჭრობის უფლება, ასეთი გადაწყვეტილება შესაბამის ნაწილში გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების საფუძველია. შესაბამისად გამოიყენება წინამდებარე წესის მე-10 მუხლის ნორმები.
15. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ან/და გარე ვაჭრობის უფლების მიცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს, მიიღოს გადაწყვეტილება, ადგილი, რომელიც განსაზღვრული იყო გარე ვაჭრობისათვის, აღარ განისაზღვროს გარე ვაჭრობის ადგილად. ასეთი გადაწყვეტილება, გარე ვაჭრობის უფლების მიცემის შემთხვევაში შესაბამის ნაწილში გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების საფუძველია. შესაბამისად გამოიყენება წინამდებარე წესის მე-10 მუხლის ნორმები.
მუხლი 5. გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება:
1. გარე ვაჭრობის უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას.
2. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე პირს გარე ვაჭრობის უფლებას აძლევს ქ. ბათუმის მერია, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. ქ. ბათუმის მერია პირს გარე ვაჭრობის უფლებას აძლევს მხოლოდ იმ ადგილზე, რომელიც წინამდებარე წესის შესაბამისად განსაზღრულია გარე ვაჭრობის ადგილისათვის, გარდა წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებისათვის დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს ქ. ბათუმის მერიას.
5. განცხადება ერთდროულად შეიძლება წარდგენილი იქნას გარე ვაჭრობის უფლების რამოდენიმე ადგილზე მიცემის მოთხოვნით. განცხადება შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს:
ა) დაინტერესებული პირის სახელს და მისამართს, მათ შორის საფოსტო მისამართს. თუ განცხადებაში საფოსტო მისამართი პირდაპირ არაა მითითებული, ასეთ მისამართად ჩაითვლება განცხადებაში მითითებული მისამართი;
ბ) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი იმ ადგილის ზუსტ დასახელებას, რომელზეც სურს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება;
გ) მითითებას, რომ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე, რომელზეც ითხოვს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებას, უზრუნველყოფს სისუფთავის დაცვას;
დ) მითითებას, რომ სრულად და ჯეროვნად შეასრულებს გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებს;
ე) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც დაინტერესებული პირის აზრით მნიშვნელობა აქვს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვების საკითხის განხილვისას.
6. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს მისი პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია, წესდება ან წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირთა რეესტრიდან.
7. ქ. ბათუმის მერია წარმოდგენილ განცხადებას იხილავს და გარე ვაჭრობის უფლების მიცემის ან/და მასზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 10 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში გარე ვაჭრობის უფლების გადაცემაზე გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად. შესაბამისად, ამ პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიას უფლება არ აქვს უარი უთხრას დაინტერესებულ პირს გარე ვაჭრობის უფლების მიცემაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობის უფლება მიცემული აქვს სხვა პირს.
8. გარე ვაჭრობის უფლების მიცემაზე ან/და მიცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიის მიერ მიიღება წერილის სახით, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას და აღნიშნული აღარ საჭიროებს დამატებითი წერილობითი გადაწყვეტილების მიღებას ან/და გარიგების გაფორმებას.
9. გარე ვაჭრობის უფლების მინიჭების თაობაზე ქ. ბათუმის მერიის გადაწყვეტილება სავალდებულოა ადგენდეს:
ა) გარე ვაჭრობის უფლების ვადას. თუ პირს გარე ვაჭრობის უფლება ეძლევა იმ ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია სეზონური გარე ვაჭრობის ადგილად, გარე ვაჭრობის უფლება არ შეიძლება აღემატებოდეს აღნიშნული ადგილისათვის განსაზღვრულ ვადას;
ბ) გარე ვაჭრობის უფლების მთლიან საფასურს;
გ) გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდის ვადებს;
დ) გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს ოდენობა;
ე) ანგარიშის ნომერს, რომელზეც უნდა მოხდეს გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდა ან/და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა;
ვ) მითითებას, რომ პირი ვალდებულია გარე ვაჭრობა განახორციელოს მხოლოდ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ იმ ადგილზე და იმ საზღვრებში, რომელზეც მიეცა გარე ვაჭრობის უფლება;
ზ) მითითებას გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე დასუფთავების წესების (სისუფთავის) დაცვის ვალდებულებაზე;
თ) მითითებას წყლის და დასუფთავების მოსაკრებლის/საფასურის გადახდის ვალდებულებაზე;
ი) მითითებას გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების საფუძვლების თაობაზე;
კ) მითითებას, რომ გარე ვაჭრობის უფლება არ ექვემდებარება სხვა პირებზე რაიმე ფორმით გადაცემას;
ლ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია გარე ვაჭრობის უფლების გადაცემისათვის.
10. იმ შემთხვევაში, როდესაც გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ერთი ადგილის/ლოტის მიმართ გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებაზე განცხადება წარდგენილი აქვს ერთზე მეტ დაინტერესებულ პირს, აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობის უფლება ავტომატურად ენიჭება პირს, რომლის განცხადებაც აღნიშნული მოთხოვნით პირველი დარეგისტრირდება ქ. ბათუმის მერიაში. განცხადება არ ითვლება ამ პუნქტის შესაბამისად წარდგენილად, თუ განცხადება წარდგენილია გარე ვაჭრობის ისეთი ადგილის/ლოტის მიმართ, რომელზეც უკვე გაცემულია გარე ვაჭრობის უფლება, თუნდაც აღნიშნული უფლების გაუქმების თაობაზე დაწყებული იყოს წარმოება, მაგრამ არ არის მიღებული გადაწყვეტილება გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების თაობაზე.
11. გარდა ქ. ბათუმის მერიისა, თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლება შეიძლება მისცეს იმ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ან თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ დაფუძვნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც სარგებლობის, მათ შორის მართვის უფლებით გადაცემული აქვს სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტის აღნიშნული ტერიტორია, თუ აღნიშნული ტერიტორია წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია გარე ვაჭრობისათვის.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე მთლიანად ვრცელდება ამავე მუხლით გათვალისწინებული პროცედურები და ვადები.
13. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარე ვაჭრობის საფასური მთლიანად ირიცხება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ დაფუძვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე, რომელსაც სარგებლობის, მათ შორის მართვის უფლებით გადაცემული აქვს სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტის ტერიტორია.
14. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როცა წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტის ტერიტორია მთლიანად ან ნაწილობრივ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულია იმდაგვარად, რომ კონკრეტული ადგილების გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრა ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ დაფუძვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელსაც სარგებლობის, მათ შორის მართვის უფლებით გადაცემული აქვს სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტის ტერიტორია, კონკრეტული ადგილების გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრა სავალდებულოა შეთანხმებული იყოს ქ. ბათუმის მერიასთან.
15. გარე ვაჭრობის უფლება მოთხოვნის დათმობის ან/და სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საფუძველზე არ ექვემდებარება სხვა პირზე გადაცემას. შესაბამისად, გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების შემთხვევაში, სხვა პირზე გარე ვაჭრობის უფლების მიცემა ხდება წინამდებარე წესით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლების მოთხოვნის დათმობის ან/და სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საფუძველზე სხვა პირზე გადაცემად არ ითვლება შემთხვევა, როცა პირი ნივთის რეალიზაციას/მომსახურების გაწევას ახორციელებს მასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირის მეშვეობით. ასეთ დროს გარე ვაჭრობის უფლების მქონე ვალდებულია გარე ვაჭრობის უფლების მიმცემს წარუდგინოს შესაბამისი ხელშეკრულება (გარიგება) ან/და სხვა აქტი, რომელიც ადასტურებს პირის მასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს.
17. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
მუხლი 6. გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება, როცა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ნივთის რეალიზაცი¬ის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის განთავსება მთლიანად ან ნაწილობრივ ხდება საზოგადოებრივ სივრცეში:
1. თუ ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ხდება ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება, ასევე, თუ ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ხდება საზოგა¬დოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან, სავალდებულოა პირს ჰქონდეს გარე ვაჭრობის უფლება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს გარე ვაჭრობის უფლებას აძლევს ქ. ბათუმის მერია, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის უშუალოდ მომიჯნავე საზოგა-დოებრივი სივრცე, ასევე, საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილი წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე ვაჭრობის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ პირს, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაშიც იმყოფება უშუალოდ საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ არსებული ის მიწის ნაკვეთი ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საიდანაც ხდება ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ან რომლის სარგებლობაშიც იმყოფება საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილი ან/და მასზე განთავსებული ნაგებობა. თუ მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე და მოსარგებლე სხვადასხვა პირია, ამ მუხლის შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლება ენიჭება პირს, რომლის სარგებლობაში და შესაბამისად პირდაპირ მფლობელობაშიც იმყოფება შენობა-ნაგებობა, საიდანაც ხდება ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა, ხოლო გარე ვაჭრობის უფლება გაიცემა შენობა-ნაგებობის სარგებლობის ვადით, მაგრამ არაუმეტეს წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადისა.
4. ამ მუხლის შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლების გაცემისას გამოიყენება წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-4-9 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები და ვადები.
5. ამ მუხლის შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლების მიცემის მოთხოვნისას დაინტერესებული პირი, მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა ქ. ბათუმის მერიას დამატებით წარუდგენს შესაბამისად მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საკუთრების ან სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს.
6. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
მუხლი 7. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ობიექტების განთავსება:
1. პირს, რომელსაც წინამდებარე წესის მე-5-6 მუხლების შესაბამისად მიეცემა გარე ვაჭრობის უფლება, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე უფლება აქვს განათავსოს მხოლოდ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობა ან/და განათავსოს ისეთი ნივთი, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მიხედვით არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას და შესაბამისად არ მიეკუთვნება რომელიმე კლასს (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), თუმცა აღნიშნული ნივთები განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისათვის.
2. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ითვლება დროებით შენობა ნაგებობად.
3. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა ხდება მშენებლობის ნებართვის გარეშე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურით. შესაბამისად, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე არ ვრცელდება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობათა განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №15 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმები და ამავე დებულების მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
4. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისას, პირი ვალდებულია განცხადებას „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენ¬ტების გარდა დამატებით დაურთოს გარე ვაჭრობის უფლების მიცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და განმცხადებლის (გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირის) პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ გარე ვაჭრობის უფლების მქონე იურიდიული პირია, წესდება ან მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი.
5. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე ისეთი ნივთის განთავსება, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მიხედვით არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას და შესაბამისად არ მიეკუთვნება რომელიმე კლასს (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), თუმცა აღნიშნული ნივთები განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისათვის, დასაშვებია ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის საფუძველზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის განთავსების მიზნით გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირი წერილობითი განცხა-დებით მიმართავს ქ. ბათუმის მთავარ არქიტექტორს. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ გარე ვაჭრობის უფლების მქონე იურიდიული პირია, წესდება ან მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) გარე ვაჭრობის უფლების მიცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის ესკიზური პროექტი და მისი განთავსების ესკიზური პროექტი შესაბამისი განშლებით.
7. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორი ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ სრულყოფილ დოკუმენტებს იხილავს და ესკიზური პროექტის შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას ან ესკიზური პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში წარდგენილი ესკიზური პროექტი ითვლება შეთანხმებულად. შესაბამისად, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში ქ. ბათუმის მთავარ არქიტექტორს უფლება არ აქვს დაინტერესებულ პირს უარი უთხრას გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთისა და მისი განთავსების ესკიზური პროექტის შეთანხმებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განმცხადებელს წინამდებარე წესის შესაბამისად მიცემული არ აქვს გარე ვაჭრობის უფლება.
9. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთისა და მისი განთავსების ესკიზური პროექტის შეთანხმებაზე ან/და შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიის მთავარი არქიტექტორის მიერ მიიღება წერილის სახით, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აღარ საჭიროებს დამატებით წერილობითი გადაწყვეტილების მიღებას.
10. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
მუხლი 8. გარე ვაჭრობის უფლების საფასური და მისი განსაზღვრის წესი:
1. გარე ვაჭრობის უფლების მიცემა ხდება სასყიდლით.
2. გარე ვაჭრობის უფლების საფასურის შემოღების ან გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე იღებს და საფასურის ოდენობას განსაზღვრავს თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულო.
3. გარე ვაჭრობის უფლების საფასურის ამოღებას ახორციელებს ქ. ბათუმის მერია, გარდა წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე ვაჭრობის უფლების საფასურის ამოღებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ დაფუძვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სარგებლობის, მათ შორის მართვის უფლებით გადაცემული აქვს სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტის ტერიტორია.
5. გარე ვაჭრობის უფლების საფასური დგინდება ფიქსირებული ფასის სახით და იგი გარე ვაჭრობის უფლების მიცემისას არ ექვემდებარება გაზრდას ან შემცირებას.
6. გარე ვაჭრობის უფლების საფასური დგინდება გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის ყოველთვიური საფასურის სახით.
7. კვირეების, თვეების და წლების გამოთვლა ხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
8. პირი, რომელსაც წინამდებარე წესის შესაბამისად მიეცა გარე ვაჭრობის უფლება, ავტომატურად ხდება ვალდებული გადაიხადოს თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად დადგენილი საფასური.
მუხლი 9. პასუხისმგებლობა გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირის მიერ გარე ვაჭრობის უფლების მიცემის აქტით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისას:
1. გარე ვაჭრობის უფლების საფასურის ვადამოსული გადასახდელი თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირს პირგასამტეხლოს სახით ეკისრება გარე ვაჭრობის უფლების მთლიანი საფასურის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. გარე ვაჭრობის უფლების მოთხოვნის დათმობის ან/და სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საფუძველზე სხვა პირზე გადაცემასას გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირს თითოეული ასეთი დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით ეკისრება გარე ვაჭრობის უფლების მთლიანი საფასურის სრული ოდენობა.
3. წინამდებარე წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირს პირგასამტეხლოს სახით ეკისრება გარე ვაჭრობის უფლების მთლიანი საფასურის სრული ოდენობა, ასევე მასვე ეკისრება გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილის გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირის მიერ განთავსებული ნივთებისაგან გათავისუფლებისათვის გარე ვაჭრობის უფლების გამცემი ორგანოს (პირის) მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
4. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დარღვევების გარდა, გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირის მიერ გარე ვაჭრობის უფლების მიმნიჭებელი აქტით ან წინამდებარე წესით დაკისრებული ნებისმიერი სხვა ვალდებულებების დარღვევისას, გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირს თითოეული ასეთი დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით ეკისრება გარე ვაჭრობის უფლების მთლიანი საფასურის 0,05%.
5. ამ მუხლის რომელიმე პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება, შესაბამისი დარღვევის არსებობისას არ კრძალავს ამ მუხლის რომელიმე პუნქტით გათვალისწი¬ნებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
6. ამ მუხლით დაკისრებული პასუხისმგებლობის დაკისრება გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირს არ ათავისუფლების დარღვევის გამოსწორებისაგან.
7. დარღვევის არსებობისას გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების საკითხები წესრიგდება წინამდებარე წესის მე-10 მუხლით.
მუხლი 10. გარე ვაჭრობის უფლების გაუქმება:
1. გარე ვაჭრობის უფლება შეიძლება გაუქმდეს გარე ვაჭრობის უფლების გამცემისა და გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირის ერთობლივი გადაწყვეტილებით.
2. გარე ვაჭრობის უფლების, გამცემი ორგანოს (პირის) მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად, დაწესებულ ვადაში გარე ვაჭრობის უფლების მიმნიჭებელი აქტით ან წინამდებარე წესით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებ-ლობა, მათ შორის გაფრთხილების მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებების განმეორებით დარღვევა ან/და დარღვევის გამოუსწორებლობა;
ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) გარე ვაჭრობის უფლების მოთხოვნის დათმობის ან/და სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საფუძველზე სხვა პირზე გადაცემა;
ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ადგილს, რომელიც განსაზღვრული იყო გარე ვაჭრობისათვის, აღარ განსაზღვრავს გარე ვაჭრობის ადგილად;
ვ) ადგილი, რომელიც განსაზღვრული იყო გარე ვაჭრობისათვის, საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის.
3. გარე ვაჭრობის უფლება, გარე ვაჭრობის უფლების გამცემის ან/და გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირის მიერ ცალმხვივად შეიძლება გაუქმდეს საქარველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველითაც, რომლებიც წინამდებარე წესით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული.
4. ამ მუხლის შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების შემთხვევაში, გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირს არ დაუბრუნდება უკვე გადახდილი საფასური, თუმდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული გარე ვაჭრობის უფლების მიმნიჭებელი აქტით. ასევე, არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ გარე ვაჭრობის უფლების გაუქმება გარე ვაჭრობის უფლების გამცემი ორგანოს (პირის) მიერ მოხდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ან/და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით ან/და გარე ვაჭრობის უფლების გაუქმებას საფუძვლად არ უდევს გარე ვაჭრობის უფლების გამცემის ბრალეული ქმედება.
5. ამ მუხლის შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების შემთხვევაში გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირი ვალდებულია დაუყონებლივ წაიღოს გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გარე ვაჭრობის უფლების გამცემი უფლებამოსილია თვითონ მოახდინოს გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილის გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირის მიერ განთავსებული ნივთებისაგან გათავისუფლება, რა დროსაც გარე ვაჭრობის უფლების გამცემს არ აკისრია აღნიშნული ნივთების დაცვისა და შენახვის ვალდებულება.
6. გარე ვაჭრობის უფლების გაუქმებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
მუხლი 11. ბაზრისა და ბაზრობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობის ძირითადი პირობები:
1. წინამდებარე მუხლის შესაბამისად სავალდებულოა მოეწყოს ბაზრის ან/და ბაზრობის ტერიტორია, თუ ნივთის რეალიზაცია ხდება მხოლოდ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სტაციონალური არქიტექტურული ფორმიდან ან/და არასტაციონალური კონსტრუქციიდან ან/და მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში იმდაგვარად, რომ ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სავალდე¬ბულოა ბაზრის ან ბაზრობისათვის განკუთვნილი ტერიტორია მოეწყოს იმდაგვარად, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სტაციონალური არქიტექტურული ფორმა ან/და არასტაციონალური კონსტრუქცია ან/და ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა), რომელიც უშუალოდ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს, არ ჩანდეს საზოგადოებრივი სივრციდან.
3. წინამდებარე წესის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთზე განთავსებული სტაციონალური არქიტექტურული ფორმა ან/და არასტაციონალური კონსტრუქცია ან/და ნივთის რეალიზაცი-ისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა), რომელიც უშუალოდ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს, საზოგადოებრივი სივრციდან არ ჩანს, თუ ბაზრის ან ბაზრობისათვის განკუთვნილ ტერიტორიასა და საზოგადოებრივ სივრცეს შორის უკვე არსებული შენობა-ნაგებობა ან ბაზრის ან ბაზრობისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ასევე მიწასთან მყარად დაკავშირებული სხვა ობიექტი (მათ შორის ღობე) საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან მთლიანად ფარავს მიწის ნაკვეთზე განთავსებულ სტაციონალურ არქიტექტურულ ფორმებს ან/და არასტაციონალურ კონსტრუქციებს ან/და მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილ ობიექტს (დახლი, მაცივარი და სხვა), რომელიც უშუალოდ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს.
4. აკრძალულია ბაზრის ან/და ბაზრობისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის გამოყენებით გარე ვაჭრობის განხორციელება.
5. ბაზარი ან/და ბაზრობა უნდა მოეწყოს იმდაგვარად, რომ ბაზრის ან ბაზრობისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე დარჩეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საკმარისი ადგილები.
6. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმებისას და მშენებლობის ნებართვის გაცემისას დაიცვას ამ მუხლის მოთხოვნები.
7. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ბაზრობის მიმართ, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ბაზრობისათვის.
8. ამ მუხლის 1-3-ე პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება ბაზრისა და ბაზრობების მიმართ, როცა ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტების (დახლი, მცირე არქიტექტუ¬რული ფორმები და სხვა) ბაზრის ან/და ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსება ხდება ქ. ბათუმის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის (ესკიზური პროექტი) შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტების (დახლი, მცირე არქიტექტურული ფორმები და სხვა) ბაზრის ან/და ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსების სქემას, წყობას და არქიტექტურულ იერსახეს.
მუხლი 12. საგამონაკლისო რეგულირება:
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია უქმე დღეებისათვის, ასევე თვითმმართველ ქ. ბათუმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა დღეებისათვის განსაზღვროს ადგილები, სადაც გარე ვაჭრობა დასაშვებია წინამდებარე წესის მე-4-10 მუხლების დაუცველად, ასევე განსაზღვროს აღნიშნულ ადგილებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ობიექტების განთავსების პირობები.
2. თვითმმართველი ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია საზოგა-დოებრივ სივრცეებში განსაზღვროს ადგილები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ბაზრობისათვის, ასევე შეიმუშავოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს აღნიშნული ადგილებით სარგებლობის საფასური ან/და დაადგინოს სხვა მოთხოვნები.
მუხლი 13. წესის დარღვევა:
1. წინამდებარე წესის დარღვევას წარმოადგენს გარე ვაჭრობის წესის დარღვევა და ბაზრისა ან/და ბაზრობის მოწყობის წესის დარღვევა.
2. გარე ვაჭრობის წესის დარღვევას წარმოადგენს:
ა) გარე ვაჭრობა შესაბამისი უფლების გარეშე;
ბ) გარე ვაჭრობა, გარე ვაჭრობის უფლების მიცემის (მიმნიჭებელი) აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.
3. ბაზრისა და ბაზრობის მოწყობის წესის დარღვევას წარმოადგენს:
ა) ბაზრისა და ბაზრობის მოწყობა წინამდებარე წესის დარღვევით;
ბ) წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში ბაზრის ან/და ბაზრობის მოყვანის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის მოთხოვნის შეუსრულებლობა
გ) წინამდებარე წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა.
მუხლი 14. გარდამავალი დებულებები:
1. წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 1533 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.
2. თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე განთავსებული ბაზრები და ბაზრობები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე წესის მოთხოვნებს (გარდა წესის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნისა), წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნას მოყვანილი წესის ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ბაზრების და ბაზრობების განთავსება ჩაითვლება წინამდებარე წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევად.
3. დაევალოს ქ. ბათუმის მერიას:
ა) საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად შეიმუშავოს წინადადებები გარე ვაჭრობის საფასურის შემოღებისა და საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ;
ბ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში გაატაროს ღონისძიებები გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ წინამდებარე წესის მოთხოვნებს;
გ) განახორციელოს წინამდებარე წესის ძალაში შესვლასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.
მუხლი 15. დასკვნითი დებულებები:
1. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
2. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 01 მარტიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე