2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №61
2011 წლის 30 დეკემბერი
ქალაქი ბათუმი
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები შემდეგი რედაქციით:
ა) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები:
(ათას ლარებში)
დასახელება 2010 წლის ფაქტი 2011 წლის გეგმა 2012 წლის გეგმა
შემოსულობები 169,638.1 201,997.9 139,915.0
შემოსავლები 160,594.2 195,397.9 128,915.0
არაფინანსური აქტივების ცვლილება (კლება) 9,043.9 6,600.0 11,000.0
გადასახდელები 165,203.3 218,372.9 156,416.0
ხარჯები 117,229.3 74,053.7 61,388.6
არაფინანსური აქტივების ცვლილება (ზრდა) 46,598.6 130,752.6 93,406.4
ვალდებულებების ცვლილება (კლება) 1,375.5 13,566.6 1,621.0
ნაშთის ცვლილება 4,434.7 -16,375.0 -16,501.0
ბ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ბალანსი:
(ათას ლარებში)
დასახელება 2010 წლის ფაქტი 2011 წლის გეგმა 2012 წლის გეგმა
შემოსავლები 160,594.2 195,397.9 128,915.0
გადასახადები 10,547.3 10,150.0 11,500.0
გრანტები 137,290.6 175,509.9 105,000.0
სხვა შემოსავლები 12,756.3 9,738.0 12,415.0
ხარჯები 117,229.3 74,053.7 61,388.6
შრომის ანაზღაურება 4,522.6 5,082.2 5,960.0
საქონელი და მომსახურება 19,288.8 18,805.2 20,873.9
პროცენტი 1,238.1 2,188.6 2,548.2
სუბსიდიები 9,724.4 13,092.0 11,736.0
სოციალური უზრუნველყოფა 2,279.9 3,736.3 4,555.5
სხვა ხარჯები 80,175.6 31,149.4 15,715.0
საოპერაციო სალდო 43,364.9 121,344.2 67,526.4
არაფინანსური აქტივების ცვლილება 37,554.7 124,152.6 82,406.4
ზრდა 46,598.6 130,752.6 93,406.4
კლება 9,043.9 6,600.0 11,000.0
მთლიანი სალდო 5,810.2 -2,808.4 -14,880.0
ფინანსური აქტივების ცვლილება 4,434.7 -16,375.0 -16,501.0
ზრდა 4,434.7 0.0 0.0
კლება 0.0 16,375.0 16,501.0
ვალდებულებების ცვლილება -1,375.5 -13,566.6 -1,621.0
კლება 1,375.5 13,566.6 1,621.0
ბალანსი 0 0 0
მუხლი 2.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 128,915.0 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 1-სა.
მუხლი 3.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკურ ჭრილში 61,388.6 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 2-სა.
მუხლი 4.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 67,526.4 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 5.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 82,406.4 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 3-სა. მათ შორის:
ა) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 93,406.4 ათასი ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 11,000.0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 6.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 154,795.00 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 4-სა.
მუხლი 7.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -14,880.0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 8.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -16,501.0 ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 5-სა. მათ შორის:
1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 16,501.0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 9.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -1,621.0 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 6-სა. მათ შორის:
1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 1,621.0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 10.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 156,416.0 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 7-სა.
მუხლი 11.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 250,0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს ქ. ბათუმის მერი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. სარეზერვო ფონდის სახსრების გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც გათვალისწინებული არ არის დამტკიცებულ საბიუჯეტო ასიგნებებში.
მუხლი 12.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტიდან სესხების მომსახურების ასიგნებები 4,169.2 ათასი ლარის ოდენობით, აქედან 801.7 ათასი ლარი მიიმართოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხების, 2,089.9 ათასი ლარი _ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული სესხის, ხოლო 1,277.6 ათასი ლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან მიღებული სესხის მომსახურებისათვის.
მუხლი 13.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტიდან დონორების დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯები 22,155.0 ათასი ლარის ოდენობით, საიდანაც 22,155.0 ათასი ლარი მიიმართოს ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის.
მუხლი 14.
წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2012 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის საბიუჯეტო ასიგნების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ამ მუხლების მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას.
მუხლი 15.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის შესაბამისად, ნება დაერთოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით მოახდინოს ცალკეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ის ფარგლებში.
მუხლი 16.
2012 წლის განმავლობაში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიებისა და დანამატებისა გაცემა განხორციელდეს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით შრომის ანაზღაურების ხარჯებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 18.
2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტად განისაზღვროს: ქალაქის ეკონომიკური განვითარება, კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ურბანული ინფრასტუქტურის განვითარება, ტურისტული და ისტორიული უბნების რეაბილიტაცია, საბინაო ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში შესაბამისი პროგრამების განხორციელება, მოსახლეობის ცალკეული კატეგორიებისა და სოციალური ჯგუფების ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური გარანტიების შექმნა.
მუხლი 19.
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების ფარგლებში დაფინანსდეს:
1. „სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრირებული 70000-ზე დაბალი ქულის მქონე და მარტოხელა დედების ოჯახებზე 100%-იანი შეღავათები წყლის საფასურზე, დასუფთავების მოსაკრებელზე, ქალაქ ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დაწესებულ საფასურზე, გაზიფიკაციის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა;
2. ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებით უზრუნველყოფა;
3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შეღავათებით უზრუნველყოფა;
4. უპოვართა და მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა მოვლა-პატრონობა;
5. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება - მე-3 ბავშვის დაბადებისათვის 500 ლარის ოდენობით, მე-4 ბავშვის დაბადებისათვის 700 ლარის ოდენობით და მე-5 და ყოველი მომდევნო ბავშვის დაბადებისათვის 900 ლარის ოდენობით;
6. ხუთი და ხუთზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით, უდედმამო ბავშვების ოჯახებისათვის მატერიალური დახმარება 1000 ლარის ოდენობით;
7. პროფესიული სწავლება;
8. საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტით სარგებლობაზე შეღავათებით უზრუნველყოფა.
მუხლი 20.
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით.
მუხლი 21.
2012 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №45 დადგენილება.
მუხლი 22.
დადგენილება ძალაშია 2012 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე