2025 წლის 29 აპრილს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №15
2014 წლის 23 მაისი
ქალაქი ბათუმი
„ქ. ბათუმის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის #2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს :
მუხლი 1.
„ქ. ბათუმის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის #2 დადგენილებაში (სსმ 06.02.2014წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართი ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი
დანართი
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა
1. ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ |
||
№ |
ინფორმაციის დასახელება |
განახლების ვადები |
1.1 |
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
1.2 |
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს, საკრებულოს აპარატის, საკრებულოს კომისიების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი) |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
1.3 |
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
1.4 |
ქ. ბათუმის საკრებულოს მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკრებულოს სამდივნოს ტელეფონის ნომერი |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
2. საჯარო ინფორმაციის გვერდი |
||
2.1 |
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ტელეფონის ნომერი |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
2.2 |
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
2.3 |
საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
3. ინფორმაცია საკადრო უზრუნველყოფის შესახებ |
||
3.1 |
გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა) |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
3.2 |
ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს საკრებულოში კონკურსის ჩატარების წესებს |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
3.3 |
დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
4. ინფორმაცია განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და ქონების პრივატიზების შესახებ |
||
4.1 |
სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა |
ქვეყნდება კვარტალურად |
4.2 |
სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით |
ქვეყნდება კვარტალურად |
5. ინფორმაცია ქ. ბათუმის საკრებულოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ |
||
5.1 |
დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტების ასიგნება |
ქვეყნდება კვარტალურად |
5.2 |
ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) |
ქვეყნდება კვარტალურად |
5.3 |
ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით) |
ქვეყნდება კვარტალურად |
5.4 |
ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
5.5 |
ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
5.6 |
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
5.7 |
ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
5.8 |
ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
6. სამართლებრივი აქტები |
||
6.1 |
საკრებულოს ნორმატიული აქტები (დადგენილებები) |
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღის განმავლობაში |
6.2 |
საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები (განკარგულებები) |
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღის განმავლობაში |
6.3 |
საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები |
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღის განმავლობაში |
7. ანგარიშები |
||
7.1 |
საკრებულოს წევრის ანგარიში |
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 20 დღის განმავლობაში |
შენიშვნა 1. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შენიშვნა 2. თუ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.