2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №14
2014 წლის 23 მაისი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებით (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №113, 12.07.2010, გვ:2-10) დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების (რეგლამენტის) 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 94. საკრებულოს წევრის ანგარიში
1. საკრებულოს წევრი (მათ შორის საკრებულოს თანამდებობის პირი) ვალდებულია კვარტალში ერთხელ, მიმდინარე კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში, საკრებულოს შესაბამისი განკარგულებით დამტკიცებული ფორმით, საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.
2. საკრებულოს აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის პროაქტიულად გამოქვეყნება დადგენილი წესის მიხედვით საკრებულოს წევრის მიერ ანგარიშის წერილობითი ფორმით, ოფიციალურად ანგარიშის წარდგენიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.“.
ბ) დებულების (რეგლამენტის) 95-ე და 96-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი