2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №13
2014 წლის 23 მაისი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის №39 დადგენილებაში (სსმ, 21.07.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„დ) სტანდარტული ელექტრონული საბილეთო ბარათის საშუალებით 1 მგზავრობა - 0,3 ლარი;
ე) შეღავათიანი ელექტრონული საბილეთო ბარათის საშუალებით 1 მგზავრობა - 0,2 ლარი მასწავლებლების, მოსწავლეების, სტუდენტების, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე და შშმ პირთათვის;
ვ) ნულოვანი ელექტრონული საბილეთო ბარათის საშუალებით მგზავრობა - უფასო, ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარებისა და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერენებისა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის.“.
2. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 3. მგზავრობისას შეღავათით, შეღავათიანი ან ნულოვანი ელექტრონული ბარათით მოსარგებლე პირებმა თან უნდა იქონიონ შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობები ან/და დოკუმენტები.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი