2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №9
2011 წლის 10 თებერვალი
ქალაქი ბათუმი
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს საკონსულტაციო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს საკონსულტაციო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა ”
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს დადგენილება
2011 წლის 10 თებერვალი, №9
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ბათუმი 2011
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს (შემდგომში „საკრებულო”) საკონსულტაციო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის (შემდგომში „კომიტეტი”) შექმნის, საქმიანობის, რეკომენდაციათა შემუშავების, კომიტეტის მოქალაქეებთან და საკრებულოსთან ურთიერთობის წესსა და პირობებს.
2. კომიტეტი იქმნება საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესების, სამოქალაქო ინიციატივების, რეკომენდაციების, მოსაზრებების, რჩევის შემუშავებისა და წარდგენის პროცესის ხელშეწყობის, საკრებულოსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის დონის ამაღლების მიზნით.
3. კომიტეტი სამართლებრივი სტატუსით წარმოადგენს საკრებულოს საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს.
4. კომიტეტის უფლებამოსილება შემოიფარგლება საკრებულოს კომპეტენციის სფეროთი.
მუხლი 2. კომიტეტის შემადგენლობა და
მისი ფორმირების წესი
1. კომიტეტი შედგება 7 წევრისაგან. კომიტეტს ყავს ასევე არამუდმივი წევრები, რომლებიც კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობენ ხმის უფლების გარეშე და იცვლებიან როტაციის წესით განსახილველი საკითხიდან გამომდინარე.
2. კომიტეტის წევრების არჩევა ხდება საკრებულოს მიერ.
3. კომიტეტის წევრებად აირჩევიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, კერძოდ: 2 - ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზცაიის წარმომადგენელი, 1 - ბიზნესის წარმომადგენელი, 1- საკრებულოს ბიუროს წევრი, 3 - მოქალაქე.
4. საკრებულო საჯაროდ აცხადებს განცხადებების მიღებას კომიტეტის წევრების შერჩევის მიზნით. შერჩევა ცხადდება კომიტეტის წევრების არჩევამდე 10 (ათი) დღით ადრე მაინც.
5. კომიტეტის წევრობის კანდიდატების შერჩევა და წარდგენა საკრებულოსათვის ხორციელდება საკრებულოს ბიუროს მიერ კონკურსის წესით. კანდიდატის შერჩევა მოხდება ავტობიოგრაფიის, გამოცდილებისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
6. საკრებულოს ბიუროს მიერ კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შერჩევის შემდეგ ხდება მათი წარდგენა საკრებულოსათვის. საკრებულო კომიტეტის წევრებს ირჩევს საკრებულოს სხდომაზე. კომიტეტის წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საკრებულოს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან რამდენიმე პირი მიიღებს ხმათა საერთო რაოდენობას, კენჭისყრა იმართება განმეორებით და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა მეტი რაოდენობა. ხმათა რაოდენობის გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საკრებულოს თავმჯდომარის ხმა. კენჭისყრის სხვა პროცედურული საკითხები რეგულირდება საკრებულოს რეგლამენტით.
7. კომიტეტის წევრები აირჩევიან 2 წლის ვადით. კომიტეტის წევრის ვადამდე გადარჩევა შესაძლებელია მოხდეს საკრებულოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტის წევრი არ ასრულებს თავის მოვალეობებს ან სხვა საფუძვლიანი მიზეზის არსებობისას.
8. კომიტეტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომიტეტის ახალი წევრის არჩევა ხდება იგივე წესით. ახალარჩეული კომიტეტის წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება განთავისუფლებული წევრის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
9. ერთი და იგივე პირის კომიტეტის წევრად ზედიზედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ.
მუხლი 3. კომიტეტის სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. კომიტეტს ყავს თავმჯდომარე და მდივანი. კომიტეტის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა ხდება კომიტეტის მიერ საკუთარი შემადგენლობიდან კომიტეტის სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით.
2. კომიტეტის საქმიანობის პირობები, სხდომების გამართვის წესი, კომიტეტის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევისა და გადარჩევის წესი და სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება კომიტეტის წესდებით. წესდებას ამტკიცებს კომიტეტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
3. კომიტეტის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა ხდება კომიტეტის უფლებამოსილების ვადით. კომიტეტის თავმჯდომარე და მდივანი არ შეიძლება იყოს საკრებულოს წევრი.
4. კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომიტეტის მუშაობას, უძღვება კომიტეტის სხდომებს, უზრუნველყოფს კომიტეტის მიზნების, ამოცანების და უფლება-ვალდებულებების შესრულებას.
5. კომიტეტის მდივანი უზრუნველყოფს კომიტეტის სხდომის ოქმების, გადაწყვეტი-ლებების შედგენას და აღრიცხვას. მდივანი ორგანიზებას უწევს კომიტეტის სხდომებს და სხვა საქმიანობას.
6. კომიტეტს შესაძლებელია ყავდეს არამუდმივი წევრები. არამუდმივ წევრებად აირჩევიან სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მოქალაქეები. არამუდმივი წევრების არჩევა ხდება კომიტეტის გადაწყვეტილებით კონკრეტული მიმართულებით მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. არამუდმივი წევრები მონაწილეობენ კომიტეტის მუშაობაში და ესწრებიან კომიტეტის სხდომას ხმის უფლების გარეშე.
7. კომიტეტი უფლებამოსილია კონკრეტული საკითხის განხილვისას, წინადა-დების/რეკომენდაციის შემუშავებისას მოიწვიოს სხვადასხვა სფეროს ექსპერტები და სპეციალისტები. ექსპერტები და სპეციალისტები მონაწილეობენ კომიტეტის მუშაობაში და რჩევებს/მოსაზრებებს/დასკვნებს და რეკომენდაციებს აწვდიან კომიტეტს. კომიტეტის მიერ ექსპერტის ან სპეციალისტის მოწვევა შესაძლებელია განხორციელდეს ასევე კონკრეტული მიმართულებით კონსულტაციის მიღების მიზნით.
8. კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის სხდომა იმართება რეგულარულად, თვეში ერთხელ მაინც (რიგითი სხდომა). კომიტეტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა შეუძლია კომიტეტის თავმჯდომარეს კომიტეტის წევრების შესაბამისი ინფორმირების მეშვეობით.
9. კომიტეტის მდივანი თავმჯდომარის დავალებით ადგენს დღის წესრიგს და მას წინასწარ აწვდის კომიტეტის წევრებს. კომიტეტის წევრები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ კომიტეტის მორიგი სხდომის გამართვის ადგილის, თარიღის, დროის და დღის წესრიგის თაობაზე.
10. კომიტეტი გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება სიითი შემაგენლობის ნახევარზე მეტი მაინც (ქვორუმი). კომიტეტის მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტის დამსწრე წევრთა უმრავლესობა.
11. კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 4. კომიტეტის ურთიერთობა მოქალაქეებთან
1. კომიტეტი იქმნება საკრებულოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მიზნით, შესაბამისად, კომიტეტის საქმიანობა დაფუძნებულია მოქალაქე-ებთან ურთიერთობაზე.
2. კომიტეტის მოქალაქეებთან ურთიერთობის ფორმებია:
ა) მოქალაქეთა ინდივიდუალური მიღებები;
ბ) ღია შეხვედრები მოქალაქეებთან;
გ) მოქალაქეთა განცხადებების მიღება;
დ) საჯარო შეხვედრები.
3. კომიტეტი ვალდებულია თვეში ერთი დღე განსაზღვროს მიღების დღედ. მიღების დღე უნდა იყოს უცვლელი და ამის თაობაზე უნდა მოხდეს მოქალაქეთა შესაბამისი ინფორმირება.
4. მიღების დღეს კომიტეტის წევრები აწყობენ მოქალაქეთა ინდივიდუალურ მიღებას.
მუხლი 5. კომიტეტის ურთიერთობა საკრებულოსთან
1. კომიტეტი საკითხის სხდომაზე განხილვის შემდგომ შესაბამის რეკომენ-დაციას/წინადადებას წერილობით წარუდგენს საკრებულოს კომისიას დარგობრივი ქვემდებარეობის მიხედვით.
2. კომიტეტი უფლებამოსილია საკრებულოს წარუდგინოს თავისი რეკომენდა-ცია/წინადადება/მოსაზრება/შენიშვნა:
ა) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით განსახილველად გადაეცა კომიტეტს;
ბ) საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შედის საკრებულოს კომპეტენციაში და რომლის განხილვაც მიზანშეწონილად ჩათვალა კომიტეტმა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა)” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს ბიურო ვალდებულია იმგვარად დაგეგმოს საკრებულოს შესაბამისი დარგობრივი კომისიის სხდომა, რომ კომიტეტს ჰქონდეს ამ დებულებით განსაზღვრული დრო შესაბამისი საკითხის განხილვისა და რეკომენდაციის წარდგენისათვის.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა)” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომიტეტი ვალდებულია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადე-ბა/რეკომენდაცია საკრებულოს შესაბამის დარგობრივ კომისიას წარუდგინოს არაუგვიანეს 4 სამუშაო დღის ვადაში.
5. საკრებულოს შესაბამისი კომისია ვალდებულია განსახილველ საკითხთან (სამართლებრივი აქტის პროექტთან) ერთად განიხილოს კომიტეტის წინადადება (რეკომენდაცია) და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს კომისია უარყოფითად აფასებს კომიტეტის წინადადებას ის ვალდებულია წერილობით განმარტოს ამგვარი მოსაზრება.
6. კომიტეტის წევრებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საკრებულოს მუშაობაში, საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად დაესწრონ კომისიის და საკრებულოს სხდომებს, საჭიროების შემხვევაში, სხდომის თავმჯდომარის ნებართვით გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები განსახილველ საკითხებთან მიმართებაში.
7. საკრებულოს წევრები თანამშრომლობენ კომიტეტთან და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობენ კომიტეტის მუშაობაში, სხდომებში, მოქალაქეებთან შეხვედრებში და ა. შ.
8. საკრებულოს ბიუროს მიერ კომიტეტისათვის სამუშაო მასალების (კორესპონდენციების, პროექტების) გადაცემა და მეორეს მხრივ კომიტეტიდან საკრებულოს კომისიებისათვის შესაბამისი წინადადებების (რეკომენდაციების) გადაცემა ხორციელდება უშუალოდ, კანცელარიაში მოძრაობის გარეშე.
მუხლი 6. კომიტეტის მატერილურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. საკრებულო კომიტეტს უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაო ფართითა და სამუშაო მასალებით.
2. კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში საკრებულო ხელს უწყობს კომიტეტს სამოქალაქო ინიციატივების, პროექტების და სხვა აქტივობების რეალიზებაში.
3. კომიტეტის კონკრეტული საქმიანობა და ინიციატივები ასევე შესაძლებელია დაფინანსებულ იქნეს კერძო პირების მიერ.