2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება N03/59
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ნაზი ფუტკარაძისა და საკრებულოს წევრის მანანა ილურიძის ქალაქ თბილისში მივლინების შესახებ
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნაზი ფუტკარაძე და საკრებულოს წევრი მანანა ილურიძე მიმდინარე წლის 21 მაისს მივლინებულ იქნენ ქალაქ თბილისში, ლიდერთა სკოლის პირველი ნაკადის დასრულებასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიალზე დასაწრებად.
2. მივლინებულთა ტრანსპორტირება თბილისში და თბილისიდან ბათუმში განხორციელდეს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ნაზი ფუტკარაძის სამსახურეობრივი ავტომანქანით (KIA CERATO, სახ# TTS 328).
3. დაევალოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს გ. კვერღელიძეს, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება მოახდინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი