ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 87
თარიღი: 2014-04-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

  

 

„შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - „ქ.ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის  საკრებულოს 2013 წლის 18 ივლისის #119 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63- მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ :

 

1. „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - „ქ.ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის  საკრებულოს 2013 წლის 18 ივლისის #119 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საზოგადოება ვალდებულია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების განხორციე-ლების მიზნით მის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული უძრავი და მოძრავი ქონება უსასყიდლოდ დაუთმოს (გაუწიოს შესაბამისი უსასყიდლო მომსახურება) ქ. ბათუმის მერიას ქ. ბათუმის მერის წერილობითი მომართვის საფუძველზე.“.

 

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები