ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 84
თარიღი: 2014-04-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

  

    თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში  გადაცემის შესახებ

 

 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2014 წლის 16 აპრილის №01-16/231 მომართვით ითხოვს გონიო-სარფის მონაკვეთისათვის, გარე განათების დაზიანებების აღსადგენად თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული მეორადი 5 ცალი შროდერის ტიპის სანათის საკუთრებაში გადაცემას.

 ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებსაქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად  თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ   :

 1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა უსასყიდლო, საკუთრებაში გადაეცეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული 850,00 (რვაას ორმოცდაათი) ლარის ღირებულების 5 ცალი შროდერის ტიპის გარე განათების სანათი.

 2. წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის მიზნით, შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს . ბათუმის მერიის ადმინისტრაციის სასაწყობო ინფრასტრუქტურის განყოფი-ლების  უფროსს მინდია ხაბაძეს (პირადი ნომერი 61001000942).

3. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ - სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: . ბათუმი, ზუბალაშვილის .№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები