ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 83
თარიღი: 2014-04-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 

 

თვითმმართველი . ბათუმის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის  საკუთრებაში გადაცემის შესახებ

           

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2014 წლის 01 აპრილის №01-10/1337 წერილით მომართა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს რომელშიც აღნიშნავს, რომ სასტუმრო „ჰილტონი“-ს მენეჯმენტი დაინტერე-სებულია მათ საკუთრებაში არსებული სასტუმროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყოს მაღალი დონის საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული ინფრასტრუქტურა, დაგეგმილია რამოდენიმე მილიონი ევროს ინვესტირება, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მომსახურების სფეროში ადგილობრივ მაცხოვრებელთა დასაქმებას. ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, კომპანია ითხოვს უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების) პირდაპირი ფორმით სარგებლობაში გადაცემას. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მსოფლიო ბრენდის „ჰილტონი“-ს მდგრად განვითარებას. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმმართველი ქალაქი ბათუმი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ვერ ახორციელებს უძრავი ქონების პირდაპირი ფორმით განკარგვას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ითხოვს შემდგომი განკარგვის მიზნით . ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, 05.23.02.005 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2053,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 1592,00 კვ.მ. და 1676,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2014 წლის 16 აპრილის №01-10/1560 წერილით, ასევე ითხოვს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობის მშენებლობისათვის ქ.ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული 104,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.21.21.010) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემას.        

  

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ  :

1. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს:

1.1. . ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მდებარე თვითმმართველი ქ.ბათუმის საკუთრებაში არსებული 1592 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი 05.23.02.010);

1.2. . ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მდებარე თვითმმართველი ქ.ბათუმის საკუთრებაში არსებული 1676 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი 05.23.02.009);

1.3. ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული 104 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 05.21.21.010).

2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლოდ, საკუთრებაში   გადაცემა მოხდეს:

ა) პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - უნდა მოხდეს განკარგულების 1.1 და 1.2 ქვეპუნქტებით გადაცემული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინის­ტ­როს მიერ ”ჰილტონზე” პირდაპირი ფორმით სარგებლობაში განკარგვა, ხოლო 1.3 ქვეპუნქტით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობის განთავსება.

ბ) გადადების პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლი) - უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება შეუწყდება, თუ იგი არ მოახდენს განკარგულების 1.1 და 1.2 ქვეპუნქტებით უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების ”ჰილტონზე” პირდაპირი ფორმით სარგებლობაში განკარგვას და 1.3 ქვეპუნქტით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობის განთავსებას.

სხვა შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება უბრუნდება თვითმმართველ ქ. ბათუმს, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს ქონების კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის საკითხს.

3. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (დ. ბალაძე) უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული ქონების მიღებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

4. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ - სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: . ბათუმი, ზუბალაშვილის .30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები