თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №11
2011 წლის 10 თებერვალი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-17 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმ¬მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №24 დადგენი¬ლებაში (სსმ V, №46, 311.2010წ. მუხ.1350) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე
N: 11
თარიღი: 2011-02-10
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები
ბმულები