2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება N03/54
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსის სულიკო შვენთიძისა და აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ალექსანდრე ქავთარაძის ქ. გორში მივლინების შესახებ
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის იურიდი-ული განყოფილების უფროსი სულიკო შვენთიძე და აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეცი-ალისტი ალექსანდრე ქავთარაძე მიმდინარე წლის 14 მაისს მივლინებულ იქნენ ქ. გორში, (საპატრულო პოლიცია, პოლიცია, პროკურატურა, ავტოსაჯარიმო სად-გომი) ქ. ბათუმის საკრებულოს ბალანსზე რიცხულ, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრილ ავტომანქანასთან (კია ცერატო სარეგისტრაციო ნომერი NTTS 329) დაკავშირებული საკითხების გარკვევის მიზნით.
2. მივლინებულის ტრანსპორტირება ქ. გორში განხორციელდეს თვითმმართ-ველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანით (მერ-სედეს ბენცი სარეგისტრაციო N ANU 005), რისთვისაც გამოიყოს 100 (ასი) ლიტრი საწვავი.
3. დაევალოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს გ. კვერღელიძეს, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება მოახდინოს მოქ-მედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი