ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 0
თარიღი: 2014-05-16
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები - 05
სფერო: სამართლებრივი აქტები

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  01/37

 

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის, სხდომაზე განსახილველად სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენისა და მომხსენებლების განსაზღვრის შესახებ

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონისა და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად,

  

:

  

1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოწვეულ იქნეს 2014 წლის 23 მაისს დღის 11  საათისათვის.

2. საკრებულოს 2014 წლის 23 მაისის მორიგ სხდომაზე განხილულ იქნეს:

ა) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის 3 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის შესახებ

ბ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის 9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტი

გ) „ქ. ბათუმის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტი­ულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტი

დ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს წევრის საქმიანობის შესახებ ყოველკვარტალური ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმარ­თველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

ე) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმში გორგასლისა და გრიბოედოვის კვეთაში არესებული სკვერისათვის სკვერის სტატუსის  და მასზე „ნუგზარ ჯაფარიძის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ“ თვითმმარ­თველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

ვ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუ­სებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დადგენის შესახებ“ თვითმმარ­თველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის №39 დადგენი­ლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილების პრო­ექტი.

ზ) „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „საზოგადოებრივი და ახალ­გაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა“ დამტკიცების შესახებთვითმმარ­თველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის 281 განკარ­გულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

თ) „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „სპორტის განვითარების ხელშეწყობა“ დამტკიცების შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრე­ბულოს 2013 წლის 27 დეკემბრის 282 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

ი) „სელიმ ხიმშიაშვილის ძეგლის განთავსების შესახებთვითმმარ­თველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

3.   2014 წლის 23  მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის:

 

- „გ“, „დ“ და  „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებელი განისაზღვროს საკრებუ­ლოს ბიუროს გადაწყვეტი­ლებით, საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად.

- „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტის მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე;

- „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტის მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი სულიკო შვენთიძე;

- „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტის მომხსენებლად განისაზღვროს  ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე ტიტე აროშიძე;

- „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის განათლების კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილების  უფროსი ლამზირა ბოლქვაძე;

- „ი“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული პროექტის მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნაზი ფუტკარაძე.

4. საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართოს  თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ქ. ბათუმი,   ლ. ასათიანის ქ.№25, მეორე სართული).

5. საკრებულოს აპარატის უფროსმა (ლ. დიასამიძე) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება სხდომის გამართვის თაობაზე და წინამდებარე ბრძანების საჯარო გაცნობისათვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება.

6.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                              ირაკლი ჩავლეიშვილი 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები