ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 0
თარიღი: 2014-05-14
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები - 05
სფერო: სამართლებრივი აქტები


ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  01/35

 

მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მაყვალა გონაშვილის საიუბილეო საღამოში მონაწილეობის მიღების შესახებ

 

 

2014  წლის 16 მაისს ქ.თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში იმართება პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის  მაყვალა გონაშვილის საიუბილეო საღამო, სადაც ქ. ბათუმის თვითმმართველობის სახელით მონაწილეობას მიიღებს და საჩუქარს გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი განათლების, მეცნიერების, კულტურის საკითხებში ვახტანგ ღლონტი.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 33- მუხლის შესაბამისად,

:

 

 1. მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდო-მარის მაყვალა გონაშვილის საიუბილეო საღამოსთვის შეძენილ იქნას სამახსოვრო საჩუქარი რისთვისაც საკრებულოს 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებების მუხლიდან (სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების ხარჯები) გამოიყოს 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.

2. საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველ­ყოფის განყოფილების უფროსმა (გ. კვერღელიძე) უზრუნ­ველყოს ანგარიშსწორება კანონ-მდებლობის წესების შესაბამისად.

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.                                  

  

 

    

  საკრებულოს თავმჯდომარე                                             ირაკლი ჩავლეიშვილი      

      

 

 

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები