2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/33
პირადი განცხადების საფუძველზე გიორგი ერმაკოვის თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერის მოვალეობის შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. პირადი განცხადების საფუძველზე გიორგი ერმაკოვი 2014 წლის 13 მაისიდან განთავისუფლდეს ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შესრულების ვალდებულებისაგან.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლისათვის – გიორგი ერმაკოვისათვის თვითმმართ-ველი ქალაქის - ბათუმის მერის მოვალეობის შესრულების დაკისრების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 13 თებერვლის #01/07 ბრძანება.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი