ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 0
თარიღი: 2014-04-23
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები - 05
სფერო: სამართლებრივი აქტები

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  01/29

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე და მორიგი სხდომების მოწვევის, სხდომებზე განსახილველად სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენისა და მომხსენებლების განსაზღვრის შესახებ

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონისა და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად,

 

  :

  

1. მოწვეულ იქნეს:

ა) საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 2014 წლის 24 აპრილს, დღის 11 საათისათვის;

ბ) საკრებულოს მორიგი სხდომა 2014 წლის 30 აპრილს, დღის 11 საათისათვის.

 2. საკრებულოს 2014 წლის 24 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე განხილულ იქნეს:

ა) „საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 6 აგვისტოს #46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილების პრო­ექტი.

ბ) „საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით შენობა-ნაგებობების გამოყოფის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

გ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამარ­თლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვე­თებზე საკუთ­რების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომი­­სიის შექმნის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქ. ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

დ) „სსიპ „ბათუმის ბულვართან“ გაფორმებული უზუფრუქტის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დავალების შესახებ“   ქ. ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

 3. საკრებულოს 2014 წლის 30 აპრილის მორიგ სხდომაზე განხილულ იქნეს:

ა) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი;

ბ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებული ქ. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების შესრულების ანგარიშის განხილვა;

გ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებული ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების შესრულების ანგარიშის განხილვა;

დ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებული ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების შესრულების ანგარიშის განხილვა;

ე) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებული ქ. ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების შესრულების ანგარიშის განხილვა;

ვ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებული ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების შესრულების ანგარიშის განხილვა;

ზ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებული ქ. ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების შესრულების  ანგარიშის განხილვა.

4.   2014 წლის 24 აპრილის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის:

- „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებელი განისაზღვროს საკრებუ­ლოს ბიუროს გადაწყვეტი­ლებით, საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად.

5.   2014 წლის 30 აპრილის მორიგი სხდომის დღის წესრიგის:

- „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე;

- „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტის მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე ტიტე აროშიძე;

- „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტის მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთანდილ ბურკაძე;

- „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტის მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსი მამუკა თამაზაშვილი;

- „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტის მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი სოფიო მიქელაძე;

- „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტის მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი მამუკა გუნდაძე.

6. საკრებულოს სხდომა გაიმართოს  თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ქ. ბათუმი,   ლ. ასათიანის ქ.№25, მეორე სართული).

7. საკრებულოს აპარატის უფროსმა (ლ. დიასამიძე) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება სხდომის გამართვის თაობაზე და წინამდებარე ბრძანების საჯარო გაცნობისათვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება.

8.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

  

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                              ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები