2025 წლის 29 აპრილს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
სსიპ „ბათუმის ბულვართან“ გაფორმებული უზუფრუქტის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დავალების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმის მერიას დაევალოს 2014 წლის 30 აპრილამდე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება სსიპ „ბათუმის ბულვართან“ გაფორმებული უზუფრუქტის ხელშეკრულების (ხელშეკრულებების) ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, რის საფუძველზეც სსიპ „ბათუმის ბულვარს“ ვადამდე შეუწყდება მფლობელობისა და სარგებლობის უფლება ქ. ბათუმის თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ ყველა უძრავ ქონებაზე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი