2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით შენობა-ნაგებობების გამოყოფის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით გამოიყოს:
ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის შენობა, მდებარე ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.N53/გრიბოედოვის ქ. N1;
ბ) ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობა, მდებარე ქ. ბათუმის ბულვარში.
2. წინამდებარე განკარგულების შესახებ ეცნობოს N79-ე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი