ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 12
თარიღი: 2014-04-24
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

12

2014 წლის 24 აპრილ

ქალაქი ბათუმი

  

საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 06 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესა­ბა­მი­სად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა :

1. საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 06 აგვისტოს №46 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა)   დადგენილების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შავშეთისა და ბაქოს ქუჩების გადაკვეთიდან აკობ გოგებაშვილისა და ლია ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსე­ბუ­ლ წრიულამდე ბაქოს ქუჩის ორივე მხა­რეს, იაკობ გოგებაშვილისა და ლია ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსე­ბუ­ლი წრიუ­ლი­დ­ან ალექსანდრე გრიბოე­დო­ვის ქუჩის კვეთამდე ილია ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს, ლია ჭავ­ჭა­ვაძისა და ალექსანდრე გრი­­ოედოვის ქუჩების კვეთიდან ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩისა და მისი გაგრძელების წარმოსახვი­თი ხაზის გავლით შავი ზღვის სანაპირომდე ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის კენტ მხარეს, აღნი­შნ­­ლი ადგილიდან ზღვის სანაპიროს გავლით შავშეთის ქუჩის გაგრძელების წარმოსახ­­ით ხაზთან გადაკვეთამდე ზღვის სანაპიროს ჩათვლით და აღნიშნული ადგილიდან წარ­მოსახვითი ხაზის შავშეთის ქუჩასთან შეერ­თე­ბამ­დე მოქცეულ ტერიტორიულ ზონაში არსებულ ყველა შენობა-ნაგებობაზე, გარდა საარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის, საარჩევნო პერიოდში თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრუ­ლე­ბელი ორგანოს თანხმობით განთავსებული დროებითი ნაგებობებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, სადაც განთავსებულია საარჩევნო სუბიექტების ოფისები (ტექსტური ნაწი­ლი);“.

ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:

„31. დადგენილების მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვები არ ვრცელდება ამ პუნქტით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობების ფანჯ­რების, ვიტრაჟებისა და სხვა ღიობების მინების შიდა მხრიდან პლაკატების განთავსებაზე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

        საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                           ირაკლი  ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები