2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №14
2011 წლის 28 თებერვალი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უბნების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-1 დადგენილებაში
ცვლილებების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის „ზ.გ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უბნების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-1 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №40, 12.04.2008წ. გვ.11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები (უბნები):
ა) ძველი ბათუმის უბანი;
ბ) რუსთაველის უბანი;
გ) ხიმშიაშვილის უბანი;
დ) ბაგრატიონის უბანი;
ე) აღმაშენებლის უბანი;
ვ) ჯავახიშვილის უბანი;
ზ) თამარის უბანი;
თ) ბონი-გოროდოკის უბანი;
ი) აეროპორტის უბანი.“.
ბ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების (უბნების) საზღვრები:
ა) ძველი ბათუმის უბანი - ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთიდან ნინოშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთამდე მელიქიშვილის ქუჩის კენტ მხარეს; ნინოშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთიდან ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე; გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;
ბ) რუსთაველის უბანი - ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ჯავახიშვილის კენტ მხარეს; შ. ხიმშიაშვი¬ლისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით მელიქიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთამდე; ნინოშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთიდან მელიქი¬შვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე მელიქიშვილის ქუჩის ლუწ მხარეს; მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ და ტბელ აბუსერიძის ქუჩის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;
გ) ხიმშიაშვილის უბანი - ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების შეერთებამდე ჯავახიშვილის ქუჩის ლუწ მხარეს; შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების შეერთებიდან შ. ხიმშიაშვილისა და ჟილინის არხის გადაკვეთამდე შ. ხიმშიაშვილის ქუჩის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით; შ. ხიმ¬შიაშვილისა და ჟილინის არხის გადაკვეთიდან ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთამდე (წრიულამდე) ჟილინის არხის მარჯვენა მხარეს და ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთიდან (წრიულიდან) ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ტბელ აბუსერიძის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;
დ) ბაგრატიონის უბანი - ტბელ აბუსერიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების შეერთებამდე ტბელ აბუსერიძის ქუჩის ლუწ მხარეს და ჭავჭავაძის ქუჩების კენტ მხარეს; გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების შეერთებიდან გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩების შეერთებამდე გოგებაშვილის ქუჩის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით; გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩების შეერთებიდან შავშეთის, სერგი მესხისა და მამია ვარშანიძის ქუჩების შეერთებამდე შავშეთის ქუჩის ლუწ მხარეს; შავშეთის, სერგი მესხისა და მამია ვარშანიძის ქუჩების შეერთებიდან მამია ვარშანიძისა და სულაბერიძის ქუჩების შეერთებამდე მამია ვარშანიძის ქუჩის ორივე მხარეს; მამია ვარშანიძისა და სულაბერიძის ქუჩების შეერთებიდან სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე სულაბერიძის ქუჩის კენტ მხარეს; სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე ბაგრატიონის ქუჩის ლუწ მხარეს; ბაგრატიონისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე გენ. ასლან აბაშიძის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია და „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ საქართ¬ველოს პარლამენტის 2008 წლის 16 დეკემბრის №743-IIს დადგენილებით თვითმმართველ ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ე.წ. „ბათუმგორის ტერიტორია“, რომელიც იწყება ს. მესხის ქუჩის დასაწყისიდან, შემდეგ მიუყვება სასტუმრო „თანამგზავრი“-საკენ მიმავალ საავტომობილო გზას, შემდეგ გრძელდება ბალნეოლოგიური საავადმყოფოსაკენ მიმავალი შიდა საავტომობილო გზის მიმართულებით, შემდეგ გადადის სოფელი ურეხის მიმართულებით და მართი კუთხით უერთდება დემეტრე თავდადებულისა და მ. ვარშანიძის ქუჩების კვეთას;
ე) აღმაშენებლის უბანი - ტბელ აბუსერიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთამდე (წრიულამდე) ტბელ აბუსერიძის ქუჩის ლუწ მხარეს; ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთიდან (წრიულიდან) სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის საზღვარი) საავტომობილო გზის გავლით მდინარე მეჯინისწყლის გადაკვეთამდე საავტომობილო გზის ჩათვლით მარცხენა მხარეს; სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის საზღვარი) საავტომობილო გზისა და მდინარე მეჯინისწყლის გადაკვეთიდან ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მიმართულებით თვითმმართველ ქ. ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის არსებული ადმინის¬ტრა¬ციული საზღვრის აყოლებით ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზისა და ხახულის ქუჩის შეერთებამდე; ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზისა და ხახულის ქუჩის შეერთებიდან მამია ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების შეერთებამდე ხახულის ქუჩისა და მამია ვარშანიძის ქუჩების გავლით და მათი ჩათვლით და მამია ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან გენ. ასლან აბაშიძისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთამდე გენ. ასლან აბაშიძის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;
ვ) ჯავახიშვილის უბანი - გენ. ასლან აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონის, სულაბერიძის და მამია ვარშანიძის ქუჩების შეერთებამდე ბაგრატიონის ქუჩის კენტ მხარეს; ბაგრატიონის, სულაბერიძისა და მამია ვარშანიძის ქუჩების შეერთებიდან მამია ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების შეერთებამდე მამია ვარშანიძის ქუჩის ლუწ მხარეს და მამია ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების შეერთებიდან გენ. ასლან აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე გენ. ასლან აბაშიძის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;
ზ) თამარის უბანი - მდინარე ბარცხანის ხიდიდან თამარ მეფის გამზირის გავლით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე თამარ მეფის გამზირის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით, მდინარე ბარცხანის ხიდიდან მდინარე ბარცხანის აყოლებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე მდინარე ბარცხანის მარჯვენა მხარეს და თვითმმართველ ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებს შორის არსებული ტერიტორია;
თ) ბონი-გოროდოკის უბანი - გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩების შეერთებიდან გოგებაშვილის ქუჩის გავლით მდინარე ბარცხანის ხიდამდე გოგებაშვილის ქუჩის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით; მდინარე ბარცხანის ხიდიდან მდინარე ბარცხანის აყოლებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე მდინარე ბარცხანის მარცხენა მხარეს; გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩების შეერთებიდან შავშეთის, მამია ვარშანიძისა და სერგი მესხის ქუჩების შეერთებამდე შავშეთის ქუჩის კენტ მხარეს; სერგი მესხის, შავშეთის და მამია ვარშანიძის ქუჩების შეერთებიდან სერგი მესხისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრის შეერთებამდე სერგი მესხის ქუჩის ორივე მხარეს თვითმმართველ ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებს შორის არსებული ტერიტორია და „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 16 დეკემბრის №743-IIს დადგენილებით თვითმმართველ ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ე.წ. „ფერიის სასაფლაოს ტერიტორია“, რომელიც იწყება ს. მესხის ქ. №64-ის მოპირდაპირე მხრიდან, შემდეგ მიუყვება წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანისაკენ მიმავალ საავტომობილო გზას სასაფლაოს ტერიტორიის დასრულებამდე, შემდეგ მიუყვება სასაფლაოს გარე პერიმეტრს და უერთდება სერგი მესხის ქუჩას;
ი) აეროპორტის უბანი - ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთიდან (წრიულიდან) სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის საზღვარი) საავტომობილო გზის გავლით და თვითმმართველ ქ. ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრების გაყოლებით მდინარე ჭოროხამდე მარჯვენა მხარეს; მდინარე ჭოროხზე თვითმმართველ ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის შეერთებიდან შავ ზღვამდე; მდინარე ჭოროხისა და შავი ზღვის შესართავიდან შ. ხიმშიაშვილისა და ჟილინის არხის გადაკვეთამდე სანაპირო ზოლის ჩათვლით და შ. ხიმშიაშვილისა და ჟილინის არხის გადაკვეთიდან ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთამდე (წრიულამდე) ჟილინის არხის მარცხენა მხარეს შორის არსებული ტერიტორია.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე