2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„ქალაქ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების საფასურისა და ელექტრო ავტობუსით (ელექტროკარით) მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №309 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „ქალაქ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების საფასურისა და ელექტრო ავტობუსით (ელექტროკარით) მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №309 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების საფასური განისაზღვროს:
ა) საქართველოს მოქალაქეებისათვის 3 (სამი) ლარით;
ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის 8 (რვა) ლარით.
2. ბაღის დათვალიერების:
ა) ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება ერთ სულზე განისაზღვროს 30 (ოცდაათი) ლარით (მფლობელის იდენტიფიცირებით);
ბ) ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება ორ სულზე განისაზღვროს 45 (ორმოცდახუთი) ლარით (მხოლოდ მფლობელის იდენტიფიცირებით);
გ) ერთთვიანი საოჯახო აბონემენტის ღირებულება არაუმეტეს 4 სულზე განისაზღვროს 60 ლარით (ოჯახის წევრების იდენტიფიცირებით).
დ) აბონემენტის მფლობელი ბაღის ტერიტორიაზე დაიშვება დღის განმავლობაში ერთხელ, დროის შეუზღუდავად.
3. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ტურისტული მარშრუტის საწყისი პუნქტიდან (უნივერსიტეტის ან მწვანე კონცხის მთავარი შემოსასვლელიდან ზღვისპირა პარკამდე ან/და პირიქით) საბოლოო პუნქტამდე, ასევე მარშურუტის ცალკეული უბნიდან ბოლო პუნქტამდე ელექტრო ავტობუსით ერთი დამთვალიერებლის ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულება განისაზღვროს - 3 (სამი) ლარით, ხოლო 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე 4 (ოთხი) ლარით;
4. ელექტრო ავტობუსის ინდივიდუალური მომსახურეობის (რომელიც გულისხმობს არაუმეტეს 4 ადამიანის მიერ 1 საათამდე ელექტრობუსის ინდივიდუალურ გამოყენებას ბაღის ძირითადი ტურისტული მარშრუტის დათვალიერების მიზნით) ღირებულება განისაზღვროს - 40 (ორმოცი) ლარით;
5. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებზე, მაგისტრებსა და დოქტორანტებზე დათვალიერების საფასური განისაზღვროს - 2 (ორი) ლარით;
6. მოსწავლეებსა და 16 წლამდე მოზარდებისათვის შესვლის საფასური განისაზღვროს - 1 (ერთი) ლარით;
7. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, 19 საათიდან - 10 საათამდე პერიოდში ღამისთევის საფასური განისაზღვროს ერთ სულზე 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით;
8. ბოტანიკურ ბაღში არაუმეტეს 30 კაცისაგან შემდგარი ჯგუფებისათვის საექსკურსიო გიდის მომსახურების (არაუმეტეს 1 საათი) ღირებულება განისაზღვროს - 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით;
9. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას მიეცეს უფლება, ბოტანიკურ ბაღში ორგანიზებული ტურისტული ჯგუფების შემომყვანი ტურისტული სააგენტოებისა და კომპანიებისათვის დააწესოს ფასდაკლება 6 ლარიანი ტარიფის არაუმეტეს 25%-ისა;
10. ბათუმის ბოტანიკური ბაღის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლოს ომის მონაწილეებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, ობოლმა, მშობელთა მზრუნველობა მოკლებულმა მოზარდებმა და სტუდენტებმა, ასევე 10 წლამდე ბავშვებმა და იმ ოჯახების წევრებმა, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000.
11. ბოტანიკური ბაღის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფასო დაშვების უფლებით ისარგებლონ იმ დაწესებულებათა ჯგუფებმა, რომლებთანაც ბაღს აქვს გაფორმებული მემორანდუმი, მეცნიერ-მკვლევარებმა, სტუდენტ-ლექტორთა იმ ჯგუფებმა, ვინც გადის საწარმოო პრაქტიკას, ასევე ოფიციალურმა დელეგაციებმა, მათ შორის დაშვების საკითხს ბაღის ადმინისტრაცია მიიღებს ინდივიდუალური გადაწყვეტილებითა და სათანადო აღრიცხვით.“.
2. განკარგულება ამოქმედდეს 2014 წლის 22 აპრილიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი