2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და მათი საპრივატიზებო საწყისი ფასის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის №213 გ ანკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხისა და მათი საპრივატიზებო საწყისი ფასის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის #213 განკარგულებაში შეტანილი იქნას ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებულ თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხას და მათ საპრივატიზებო საწყისი ფასს (დანართი 1) დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის) მე-3 და მე-4 პუნქტები (საპრივატიზებო ობიექტი, საწყისი გასაყიდი ფასით):
¹# |
საპრივატიზებო ობიექტის მისამართი |
საპრივატიზებო ობიექტის სახეობა |
საპრივატიზებო ობიექტის ფართობი კვ.მ.-ში |
საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი |
ობიექტის საპრივატიზებო საწყისი ფასი (ლარი) |
3 |
ქ. ბათუმი, ბაქოს ქ.№48 |
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
1 014,00 |
სარეგისტრაციო №05.21.55.065 |
327 000 |
4 |
ქ. ბათუმი, რურუას ქ.#3 და #13 საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ
|
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
313,00 |
სარეგისტრაციო №05.25.10.051 |
63 500 |
2. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთ „აჭარა“-ში გამოქვეყნება და წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონიძიებების განხორციელება.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი