2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №15
2011 წლის 28 თებერვალი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-2 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-2 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №40, 12.04.2008წ., გვ.11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის შემდეგი ტერიტორიული ორგანოები:
ა) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ძველი ბათუმის უბანში;
ბ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო რუსთაველის უბანში;
გ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ხიმშიაშვილის უბანში;
დ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ბაგრატიონის უბანში;
ე) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო აღმაშენებლის უბანში;
ვ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ჯავახიშვილის უბანში;
ზ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო თამარის უბანში;
თ) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო ბონი-გოროდოკის უბანში;
ი) ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანო აეროპორტის უბანში.“.
ბ) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ მისამართად განისაზღვროს ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე