ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 65
თარიღი: 2014-04-14
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

   

 „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ქალაქის კეთილმოწყობა“ დამტკიცების შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №275 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ქალაქის კეთილმოწყობა“ დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №275 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული 2014 წლის მუნიციპალური პროგრამა „ქალაქის კეთილმოწყობა“  (პროგრამული კოდი 03 03) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:

ა) ქვეპროგრამა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და ტექნიკური ზედამხედველობა“ (პროგრამული კოდი 03 03 01);

ბ) ქვეპროგრამა „საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფა“ (პროგრა-მული კოდი 03 03 03);

გ) ქვეპროგრამა „ქალაქის გაფორმება“ (პროგრამული კოდი 03 03 05);

დ) ქვეპროგრამა „პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობა“ (პროგრამული კოდი 03 03 06).

ე) ქვეპროგრამა „ტურისტული ობიექტების მართვა“ (პროგრამული კოდი 03 02 10).

 

2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები