ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 64
თარიღი: 2014-04-14
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

             გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა       

 

„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება“  დამტკიცების შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №274 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

 

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №274 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული პროგრამა „კომუნა-ლური ინფრასტრუქტურის განვითარება“ (პროგრამული კოდი 03 02) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:

ა) ქვეპროგრამა „სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 01);

ბ) ქვეპროგრამა „კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი  03 02 03);

გ) ქვეპროგრამა „გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 07);

დ) ქვეპროგრამა „წყლის სისტემების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 02);

ე) ქვეპროგრამა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 03 02 08);

 

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები