ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 63
თარიღი: 2014-04-14
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

 

„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „სოციალური უზრუნველყოფა“  დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის N284 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

 

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამების - „სოციალური უზრუნველყოფა“ დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის #284 განკარგულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი - ქვეპროგრამა „დროებითი ღამის თავშესაფარი“ (პროგრამული კოდი 06 02 18).

ბ) ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული პროგრამ - „სოციალური უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 02) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:

ბ.ა) ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველი ფენის უფასო კვებით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 02 01);

ბ.ბ) ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების სოციალური დახმარება“ (პროგრამული კოდი 06 02 06);

ბ.გ) ქვეპროგრამა „ერთჯერადი მატერიალური დახმარება სოციალურად დაუცველი 0–70000 ქულის მქონე ოჯახების ყოველ პირველ და მეორე ახალშობილზე“ (პროგრამული კოდი 06 02 17);

 

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები