ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 62
თარიღი: 2014-04-14
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

  

„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ჯანმრთელობის დაცვა“  დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის #283 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამების - „ჯანმრთელობის დაცვა“  დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის #283 განკარგულებაში შეტანილი იქნეს ცვლილებები  და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული პროგრამ - „ჯანმრთელობის დაცვა“  (პროგრამული კოდი 06 01) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:

ა) ქვეპროგრამა „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნი-ლობის ამბულატორიული მკურნალობა და ახალშობილთა სქრინინგი“ (პროგრამული კოდი 06 01 03);

ბ) ქვეპროგრამა „ფსიქიური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბი-ლიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 04);

გ) ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება“ (პროგრამული კოდი 06 01 06);

დ) ქვეპროგრამა „ქ. ბათუმში მცხოვრები ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაციით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 01 07);

ე) ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა C ჰეპატიტის დიაგნოსტირება და სქრინინგი“ (პროგრამული კოდი 06 01 13);

ვ) ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა დახმარება და შინმოვლა“ (პროგრამული კოდი 06 01 14).

 

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები