ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 11
თარიღი: 2014-04-14
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

11

2014 წლის 14 აპრილ

ქალაქი ბათუმი

 

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული და­გეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვით­მ­მ­ა­რ­თ­ვ­ე­ლი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგე­ნი­ლე­ბა­ში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  :

მუხლი 1.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგე­­­მარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბა­­უმის საკრებუ­ლოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენი­ლებაში (სსმ V, #65, 17.12.2010, მუხ.1952) შეტანილ იქნეს ცვლილებები და  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 7. სამსახურის უფროსის მოადგილეები და მისი უფლებამოსილებები

1. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე (შემდგომშიუფროსის მოადგილე).

2. უფროსის მოადგილეებსადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მერი. მოადგილეებს შორის ფუნქცია-მოვალეობებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.

3. უფროსის მოადგილეები:

) სრულ კოორდინაციას და ხელმძღვანელობას უწევენ უფროსის მიერ განსაზღვრული განყოფილებების საქმიანობას;

) სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციე­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათა­ვისუფლებისას ქ. ბათუმის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთ-ერთი მოადგილე ასრუ­ლებს სამსახურის უფროსის მოვალეობას;

) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ხელწერით ადასტურებენ სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება მერიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებად;

) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ასრულე­ბენ მერის  და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწი­ნებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

4. უფროსის მოადგილეების მიერ წინამდებარე დებულების მე-7 მუხლის  მე-3 პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად საქმიანობის კოორდინაციისა და ხელმძღვანელობის განხორ­ციელება გულისხმობს:

) პასუხისმგებელობას საკურატორო ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

) სამსახურის უფროსისადმი წინადადებების წარდგენას საკურატორო ქვედანაყოფის საკად­რო საკითხებთან დაკავშირებით, საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალი­სები­სა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამ­სახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლი­ნებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით საკურატორო ქვედანაყოფის საქმიანობის ორგა­ნიზებისა და დაგეგმვის წესის, ფორმებისა და მეთოდების, საკურატორო ქვედანაყოფის მოსამ­სახურეთა სამსახურებრივი მოვალეობების განსაზღვრას;

) საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეებისათვის დავალებების მიცემას და მათი შესრულების კონტროლს;

) სამსახურის უფროსისათვის საკურატორო ქვედანაყოფის მიერ მომზადებული საკითხების, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენას;

) სამსახურის უფროსისათვის პერიოდულად ანგარიშის წარდგენას საკურატორო ქვედა­ნაყოფის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ქალაქ ბა­თუ­მის მერის, მერის მოადგილის, სტრუქტურული ერთეულების, ასევე მერიის ტერი­ტორიული ორგანოებისათვის კონსულტაციების გაწევას;

5. უფროსის მოადგილეები მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

6. უფროსის მოადგილეები პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

7. უფროსის მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

 

 მუხლი 2.

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქ­ვ­ე­­ყ­­ნე­ბისთანავე.

 

 

 

 

 

 

 

        საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                           ირაკლი  ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები