ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 78
თარიღი: 2014-04-14
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

 

 სასამართლოს განჩინების ცნობად მიღების შესახებ

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 აპრილის  #14/2375-14 განჩინების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის საკრებულომ    გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 აპრილის #14/2375-14 განჩინებით მამული ჟღენტი (პ/#61001002518) გადაყენებულ იქნა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს წევრობიდან და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

2. შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე (უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში) მამული ჟღენტი (პ/#61001002518) ჩამოცილებულია საკრებულოს და მისი ორგანოების საქმიანობისაგან და მასზე არ გაიცემა ამ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები.

3. წინამდებარე განკარგულების შესახებ ეცნობოს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები