2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ჟიული შარტავას ბიუსტის განთავსების შესახებ
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის 1–ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის 5-7 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმში, ჟიული შარტავას ქუჩაზე განთავსდეს ჟიული შარტავას ბიუსტი.
2. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ - სამართლებრივი ღონისძიებები.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი