ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 0
თარიღი: 2014-04-08
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები - 05
სფერო: სამართლებრივი აქტები

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  01/27

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის, სხდომაზე განსახილველად სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენისა და მომხსენებლების განსაზღვრის შესახებ

  

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონისა და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად,

 

:

 

 

1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოწვეულ იქნეს 2014 წლის 10 აპრილს დღის 15  საათისათვის.

2. საკრებულოს 2014 წლის 10 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე განხილულ იქნეს:

ა) „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის – „კომუნალური ინფრასტრუქ­ტურის განვითარება“ დამტკი­ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრე­ბულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №274 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თა­ობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

ქვეპროგრამა „სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“

ქვეპროგრამა „კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია“

ქვეპროგრამა „გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“

ქვეპროგრამა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა“

ბ) „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის – „ქალაქის კეთილმოწყობა“ დამ­ტკი­ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №275 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვით­მმართველი ქალაქის -ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

ქვეპროგრამა „საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და ტექნიკური ზედამხედველობა“

ქვეპროგრამა „საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფა“

ქვეპროგრამა „ქალაქის გაფორმება“

ქვეპროგრამა „პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობა “

ქვეპროგრამა „ტურისტული ობიექტების მართვა“

გ) „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის – „სატრანსპორტო ინფრასტრუქ­ტურის განვითარება” დამტკი­ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებუ­ლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №276 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობა­ზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­­ექტი.

ქვეპროგრამა „გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა“

ქვეპროგრამა „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვა და ექსპლოატაცია“,

ქვეპროგრამა „ნაპირგამაგრებითი სამუშაოები“

დ) „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის – „კულტურის განვითარების ხელ­შეწყობა“ დამტკი­ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებუ­ლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №279 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობა­ზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

ქვეპროგრამა „კონკურსებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა“

ქვეპროგრამა „ბათუმი არტი – ფესტივალების ქალაქი“

ქვეპროგრამა „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების შესახებ“

ქვეპროგრამა „კულტურული ღონისძიებების საკონცერტო მომსახურებით უზრუნველყოფა“

ქვეპროგრამა „ბათუმის ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობა

ე) „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის – „სკოლამდელი განათლება“ დამ­ტკი­ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებუ­ლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №280 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობა­ზე“ თვით­მმარ­თველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

ქვეპროგრამა „საბავშვო ბაღების განვითარების ხელშეწყობა“

ქვეპროგრამა „საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია“

ვ) „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის – „საზოგადოებრივი და ახალგაზ­რდული ორგანიზაციების ხელშეწყობა“ დამტკი­ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებუ­ლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №281 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობა­ზე“ თვითმმართველი ქალაქის -ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

ქვეპროგრამა „ახალგაზრდობის საქმეთა ღონისძიებები“

ზ) „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის – „სპორტის განვითარების ხელშეწ­ყობა“ დამტკი­ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებუ­ლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №282 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობა­ზე“ თვით­მმართველი ქალაქის -ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

ქვეპროგრამა „სპორტული ღონისძიებები“

ქვეპროგრამა „სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა“

ქვეპროგრამა „სასპორტო დასვენების ობიექტების რეაბილიტაცია“

თ) „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ზოგადი განათლება“ დამ­ტკი­ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებუ­ლოს 2014 წლის 31 იანვრის №8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობა­ზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

ი) „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებუ­ლოს 2014 წლის 31 იანვრის №10 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობა­ზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

კ) „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის – „სოციალური უზრუნველყოფა“ დამტკი­ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებუ­ლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №284 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობა­ზე“ თვით­მმარ­თველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველი ფენის ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა“

ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების სოციალური დახმარების პროგრამა“

ქვეპროგრამა „ერთჯერადი მატერიალური დახმარება სოციალურად დაუცველი 0-70000 ქულის მქონე ოჯახების ყოველ პირველ და მეორე ახალშობილზე“

ქვეპროგრამა „დროებითი ღამის თავშესაფარი“

ლ) „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის – „ჯანმრთელობის დაცვა“ დამტკი­ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებუ­ლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №283 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობა­ზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

ქვეპროგრამა „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ამბულატორიული მკურნალობა და ახალშობილთა სქრინინგი“

ქვეპროგრამა „ფსიქიური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია“

ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება“

ქვეპროგრამა „ქ. ბათუმში მცხოვრები ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაციით უზრუნველყოფა“

ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა C ჰეპატიტის დიაგნოსტირება და სქრინინგი“

ქვეპროგრამა „ქ. ბათუმში მცხოვრებ ბენეფიციართა დახმარებისა და მომსახურების პროგრამა“

მ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემ­ბრის #45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილების  პროექტი.

ნ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის 2014 წლის სახელ­მწიფო შეს­ყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 20 ნოემბრის №245 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

ო) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული საპრი­ვა­ტი­ზებო ობიექტების ნუსხისა და მათი საპრივატიზებო საწყისი ფასის დამ­ტკი­ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის №213 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმარ­თველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

პ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცე­მისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზრვრის შესახებ“ თვით­მმარ­თველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 18 ივლისის №116 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმარ­თველი ქალაქის - ბათუმის საკრებუ­ლოს განკარგულების პრო­ექტი.

ჟ) ქალაქ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების საფა­სურისა და ელექტრო ავტობუსით (ელექტროკარით) მგზავრობის ტარიფების დამ­ტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის № 309 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმარ­თველი ქალაქის - ბათუ­მის საკ­რებულოს განკარგულების პროექტი.

რ)ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ჩხეიძის დანიშვნის შესახებ“ თვითმმარ­თველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

ს) „უფლებამოსილების შეჩერების შესახებთვითმმარ­თველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

 

3.   2014 წლის 10 აპრილის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის:

 

- „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებელი განისაზღვროს საკრებუ­ლოს ბიუროს გადაწყვეტი­ლებით, საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად.

- „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე;

- „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებლად განისაზღვროს ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე;

- „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტის მომხსენებლად განისაზღვროს  ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღის“ დირექტორი თამაზ დარჩიძე.

- „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებელი განისაზღვროს საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტი­ლებით, საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად.

4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართოს  თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ქ. ბათუმი,   ლ. ასათიანის ქ.№25, მეორე სართული).

5. საკრებულოს აპარატის უფროსმა (ლ. დიასამიძე) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება სხდომის გამართვის თაობაზე და წინამდებარე ბრძანების საჯარო გაცნობისათვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება.

6.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                              ირაკლი ჩავლეიშვილი 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები