2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბრძანება N03/41
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილისა და საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარის დავით კასრაძის ქალაქ პრაღაში მივლინების შესახებ
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი და საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომი-სიის თავმჯდომარე დავით კასრაძე მიმდინარე წლის 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათლით მივლინებულ იქნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღაში, ქალაქის სადღესასწაულო ღონისძიებებზე დასასწრებად.
2. მივლინებულის ტრანსპორტირება ქ. ტრაპიზონის აეროპორტამდე განა-ხორციელოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლმა, ზვიად გორჯელაძემ სამსახურებრივი ავტომანქანით (KIA CERATO სახ.# FPF 916), რისთვისაც გამოიყოს 40 (ორმოცი) ლიტრი საწვავი.
3. სასაჩუქრე სუვენირების შესაძენად გამოიყოს 270 (ორას სამოცდაათი) ლარი, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მივლინების ხარჯები-დან.
4. დაევალოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს გ. კვერღელიძეს, სამივლინებო ხარჯების (მგზავრობა, დღიური) ანაზ-ღაურება მოახდინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი