ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 0
თარიღი: 2014-03-27
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები - 05
სფერო: სამართლებრივი აქტები

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  01/23

 

წიგნი-ალბომის „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ სასაჩუქრედ შეძენის შესახებ

 

 

გაზეთმა „ბათუმელებმა“ გამოსცეს წიგნი „მოგზაურობა ძველ ბათუმში“, რომლის მიზანია ბათუმის წარსულის, ქალაქის ისტორიის მნიშვნელოვანი ამბების პოპულარიცაზია. წიგნი დასურათებულია კერძო ფოტოკოლექციებში დაცული უნიკალური ფოტომასალით, რომელიც ძველი ბათუმის ყოფა-ცხოვრებას, ქუჩებსა და ისტორიულ ფაქტებს ასახავს.

გაზეთმა „ბათუმელემა“ შემოგთავაზა წიგნის პრეზენტაციის ღონისძიების პარტნიორობა, რომელიც ითვალისწინებს წიგნების სასაჩუქრედ შეძენას (1 ეგზემპლიარის ფასია - 50 ლარი) და თითოეულ წიგნზე გაზეთ „ბათუმელების“ ახალი სარედაქციო ნომრების ადრესატთან მიტანას 2014 წლის ბოლომდე.

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 33- მუხლის შესაბამისად,

 

:

 

 

1. შეძენილ იქნას სასაჩუქრედ წიგნი-ალბომი „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ 10 (ათი) ცალი, რისთვისაც ქ. ბათუმის საკრებულოს 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებების მუხლიდან (წარმომადგენლობითი ხარჯები) გამოიყოს 500 (ხუთასი) ლარი.

2. 2014 წლის ბოლომდე გაზეთ „ბათუმელების“ ახალი ნომრები 10 (ათი) ცალი გადაეცეს ქ. ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს საჩუქრად ზემოთ აღნიშნული პირობის გათვალისწინებით.

3. საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველ­ყოფის განყოფილების უფროსმა (გ. კვერღელიძე) უზრუნ­ველყოს შესაბამისი ანგარიშსწორება.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.                                                                

    

 

 

 

 

  საკრებულოს თავმჯდომარე                                             ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები