2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/21
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საპრემიო კომისიის ოქმის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკი-ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №45 დადგენილებისა და „თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებუ-ლოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საპრემიო კომისიის შექმნისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №20 განკარგულების შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თანა-მდებობის პირებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საპრემიო კომისიის 2014 წლის 24 მარტის თანდართული №3 ოქმი.
2. 2014 წლის მარტის თვეში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირებსა და აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე გასაცემი საპრემიო თანხის საერთო ოდენობა საპრემიო კომისიის თანდართული ოქმის შესაბამისად განისაზღვროს 35 360 (ოცდათხუთმეტი ათას სამას სამოცი) ლარით.
3. ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა (გ. კვერღელიძე) უზრუნველყოს საპრემიო კომისიის თანდართული ოქმით განსაზღვრული პრემიების ანგარიშსწორება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი