ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 0
თარიღი: 2014-03-20
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები - 05
სფერო: სამართლებრივი აქტები

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  01/19

 

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის, სხდომაზე განსახილველად სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენისა და მათი მომხსენებლების განსაზღვრის შესახებ

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონისა და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად,

   

:

  

1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოწვეულ იქნეს 2014 წლის 27 მარტს დღის 11 საათისათვის.

2. საკრებულოს 2014 წლის 27 მარტის მორიგ სხდომაზე განხილულ იქნეს:

 

ა) „ქ. ბათუმის მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის დამ­ტკიცების შესახებ“ თვითმ-მართველი ქა­ლაქის - ბათუმის საკ­რე­ბულოს განკარ­გუ­ლების პროექტი

ბ) „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის – „კულტურის განვითარების ხელ­შეწყობა“ დამტკი­ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებუ­ლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №279 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობა­ზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

- ქვეპროგრამა „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების შესახებ“

გ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მეწარმეთა შესახებ  საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საწარმოების საშტატო ნუსხის და ხარჯთაღრიცხვების დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

დ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის სახელ­მწიფო შეს­ყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 20 ნოემბრის №246 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პრო­ექტი.

ე) „ქ. ბათუმში, შ. რუსთაველისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩამდე საავტომობილო გზის ქუჩად ჩამოყალიბებისა და ჟიული შარტავას ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი

ვ) „ტბელ აბუსერისძის ბიუსტის განთავსების შესახებ“თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი

ზ) „ქ. ბათუმში, 9 მარტის ქუჩის N6–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ოსიპ მანდელშტამის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი

თ) „ქ. ბათუმში, გენერალ ა. აბაშიძის ქუჩის N7–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ზურაბ (ლევან) ღლონტის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი

ი) „ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩის N17–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ვლადიმერ მოქერიას მემორიალური დაფის განთავსების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი

  

3.   2014 წლის 27 მარტის  მორიგი სხდომის დღის წესრიგის:

 

- „ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული პროექტის მომხსენებლად განისაზღვროს  ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსი ლიანა დიასამიძე;

- „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტების მომხსენებელი განისაზღვროს საკრებუ­ლოს ბიუროს გადაწყვეტი­ლებით, საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად.

4. საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართოს  თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ქ. ბათუმი,   ლ. ასათიანის ქ.№25, მეორე სართული).

5. საკრებულოს აპარატის უფროსმა (ლ. დიასამიძე) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება სხდომის გამართვის თაობაზე და წინამდებარე ბრძანების საჯარო გაცნობისათვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება.

6.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                              ირაკლი ჩავლეიშვილი 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები