ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 0
თარიღი: 2014-03-14
ტიპი: საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები - 05
სფერო: სამართლებრივი აქტები

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  01/18

 

 

გერმანიის რესპუბლიკის ბრანდერბურგის ოფიციალური დელეგაციის მიღების შესახებ

 

 

2014 წლის 17-20 მარტს ქ. ბათუმში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს ბრანდერბურგის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ევროპასთან ურთიერთობების საკითხებში ბრანდერბურგის ფედერალური მიწის ეკონომიკისა და ევროპასთან ურთიერთობების მინისტრის მოადგილე  აქსელ ფონ ხორშელმანი;  მეცნიერების, კვლევისა და კულტურის სამინისტროს ბიუროს ხელმძღვანელი რიკო იანკე და მეცნიერების, კვლევისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე იენს ლიპსდორფი.

ვიზიტის პროგრამით დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრა ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან (ი. ჩავლეიშვილი) და ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან (გ. ერმაკოვი) 20 მარტს 13.00 – 14.00 საათებში. საუბრის თემა იქნება: ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრის ჩამოყალიბება, კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 33- მუხლის შესაბამისად,

:

 

 

1. ქ. ბრანდერბურგის ოფიციალური დელეგაციის შეხვედრას ქ. ბათუმის საკრებულოში და შეხვედრის შემდეგ სადილის გამართვას ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს აპარატის შესაბამისმა განყოფილებებმა.

2. ქ. ბათუმის საკრებულოს საბიუჯეტო ასიგნების მუხლიდან  (წარმომადგენლობითი ხარჯები) გამოიყოს 400 (ოთხასი) ლარი.

3. საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველ­ყოფის განყოფილების უფროსმა (გ. კვერღელიძე) უზრუნ­ველყოს ანგარიშსწორება კანონმდებლობის წესების შესაბამისად.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.                                  

 

 

 

    

 

  საკრებულოს თავმჯდომარე                                             ირაკლი ჩავლეიშვილი       

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები